• Ƀ/$

პირველი 4K გარჩევადობის პროექტორი, 150 ინჩის ზომის გამოსახულებით

7 იანვარი 17:38, 2018 წელი | კომპანიები

LG-ის ახალი პროექტორით 150 ინჩის დიაგონალის, (381 სმ) გამოსახულების მიღება, 4K  HDR ხარისხით ხდება შესაძლებელი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გამოსახულების ხარისხით, ფასით, მცირე ზომითა და გამოყენების სიმარტივით კონკურენციას ადვილად დაძლევენ.


პროექტორი კონტრასტულობით და სიკაშკაშითაც გამოირჩევა. კონტრასტულობის მაჩვენებელი უცნობია, სიკაშკაშე 2500 ლუმენს აღწევს რაც საუკეთესოდ ითვლება. მას 2 ცალი 7 ვატიანი დინამიკიც მოჰყვება. პროექტორის დამაგრება როგორც კედელზე, ასევე იატაკზე და ჭერზეა შესაძლებელი.


ფასის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. 4K გარჩევადობის პროექტორები, ზოგადად სიძვირით გამოირჩევა. მართალია ზოგიერთი მოდელი შესაძლოა $2000-ზე ნაკლებიც ღირდეს, მაგრამ მათ შეაბამისი სიკაშკაშე და კონტრასულობა არ გააჩნიათ, გამოსახულების ზომაც 150 ინჩზე ბევრად ნაკლებია. გამორჩეული მოდელების ფასი კი 10 ათას დოლარს სცილდება.


LG სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტია, რომელიც 1958 წელს დაფუძნდა, მისი გაყიდვები წელიწადში 30 მილირდ დოლარს აღწევს. კომპანია თითქმის ყველა სახის საოჯახო ელექტრო ტექნიკას აწარმოებს, თუმცა მისი ყველაზე პოპულრული ხაზი ტელევიზორებია, სწორედ OLED ეკრანის მქონე ტელევიზორებით უწევს სერიოზულ კონკურენციას ასევე სამხრეთ კორეულ, მაგრამ თავისზე ბევრად დიდ SAMSUNG-ს.


 


მსგავს თემაზე:


LG-მ 65–დუიმიანი დრეკადი OLED–ტელევიზორი შექმნა


 


სხვა სიახლეები