• Ƀ/$

SpaceX-ის მორიგი წარმატება

8 იანვარი 11:48, 2018 წელი | კომპანიები

2018 წელი SpaceX-ისთვის წარმატებით დაიწყო. შაბათს ღამით ილონ მასკმა რაკეტა ორბიტაზე წარმატებით გააგზავნა.

რაკეტა კლასიფიცირდება როგორც ტვირთგადამტანი. მისი ზუსტი დანიშნულების შესახებ ცნობები არ მოიპოვება. „ფალკონ 9“ ნასას კოსმოსური ხომლადების მსგავსად ცაში კანაველარის კონცხიდან აიჭრა.


ნასას გარდა კომპანია SpaceX აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტთანაც თანამშრომლობს.


SpaceX-მა გასულ წელს 18 მისია განახორციელა, წელს 30 მისია აქვს დაგეგმილი.



კერძო კოსმოსური კომპანია SpaceX 2002 წლის მაისში ილონ მასკმა დააფუძნა. საწყისი ეტაპი საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. რაკეტები კატასტროფას ერთმანეთის მიყოლებით განიცდიდნენ. ფინანსური პრობლემების გამო, კომპანიის დახურვის რისკი არსებობდა, მაგრამ ბოლო წლებში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. კომაპნიას ამბიციები შორს მიდის. მისი მიზანია იაფი კოსმოსური ტურების რეალობად ქცევა და მარსის კოლონიზაცია.


 


მსგავს თემაზე


ილონ მასკი მარსზე TESLA–ს გაგზავნას გეგმავს


სხვა სიახლეები