• Ƀ/$

SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MicroLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება

8 იანვარი 14:08, 2018 წელი | კომპანიები

SAMSUNG აპირებს ბაზარზე წარმოადგინოს 4K გარჩევადობის ტელევიზორი დიაგონალური ზომით 146 ინჩი (370 სმ). რომელსაც ზომის გამო „კედელი“ უწოდეს.

ტელევიზორი დაფუძნებული იქნება MicroLED ტექნოლოგიაზე, რომელიც თავად სიახლეა, მაგრამ OLED ტექნოლოგიასთან ბევრის საერთოც გააჩნია. თითოეული მიკროსკუპული წერტილი დამოიკიდებლად ანათებს, რაც გამოსახულების ხარისხს ზრდის და ენერგომოხმარებას ამცირებს.


ტელევიზორის ზომა 1.8 X 3.2მ (16:9 ფორმატის გათვალისწინებით) ადამიანის ნატურალური ზომით წარმოჩენის საშუალებას იძლევა.


კომპანიაში აცხადებენ, რომ MicroLED ტექნოლოგიის საშუალებით გამოსახულება ბევრად უფრო რეალისტური იქნება. ფასის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მინიშნება პრემიუმ სეგმენტისთვის კეთდება.


SAMSUNG მსოფლიოში ტელევიზორების #1 მწარმოებელია. მან ჯიუტად უარი განაცხადა OLED ტექნოლოგიაზე, რასაც სმარტფონებში აქტიურად იყენებს, SAMSUNG-ში მიანიათ რომ OLED იდეალური მცირე ზომის ეკრანისთვის, მაგრამ არა ტელევიზორისთვის, ამ მზინით მან QLED ეკრანი წარადგინა. OLED ტექნოლოგია თავის ტელევიზორში პირველი LG-მ დანაერგა, გასულ წელს მას SONY-ც შეუერთდა. აღნიშნული ტექნოლოგიით დამზადებულ ტელევიზორში გამოსახულების ხარისხი უფრო მაღალია, შავი ფერი უფრო მკვეთრი, ეკრანი უფრო თხელი, თუმცა დაახლოებით 2-ჯერ ძვირი ღირს, ფერების რესურსიც 17-20 ათასი საათია.


2018 წელი ტელევიზორების მოყვარულთათვის საინტერესო იქნება LG-მ უკვე წარმოადგინა ტელევიზორი დრეკადი ეკრანით რომლის დახვევა და მარტივად ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.


 


მსგავს თემაზე


LG-მ 65–დუიმიანი დრეკადი OLED–ტელევიზორი შექმნა


პირველი 4K გარჩევადობის პროექტორი, 150 ინჩის ზომის გამოსახულებით


სხვა სიახლეები