ანალიტიკოსები ტენდენციას ტრამპის საგადასახადო ლიბერალიზაციას უკავშირებენ. ცვლილებები ძალაში ჯერ კიდევ არ შესულა, მაგრამ მოლოდინები პოზიტიურია.
აშშ-ს გარდა ინდექსების მატება მთელს მსოფლიოში აღინიშნა, ბრიტანეთის გამოკლებით. ევროპიდან ბრიუსელში, ფრანკფურტში, ლისაბონში, მადრიდში, მოსკოვსა და პარიზში 0.39-0.63%-ით გაიზარდა. პოზიტიური ტრენდი აზიასა და ოკეანეთშიც ნარჩუნდება. იაპონიაში Nikkei 225-ის ინდექსი წლის დასაწყისიდან დღემდე 1000 პუნქტით, 4.5%-ზე მეტით გაიზარდა და 26 წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ბომბეიში, ჰონგ კონგში, შანხაისა და სიდნეიში დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად ტრენდი აღმავალია.
დოლარი ძირითად ვალუტებთან (ევრო, გირვანქა სტერლინგი, შვეიცარიული ფრანკი, ჩინური იუანი, იაპონური იენი) გამყარდა. ბევრი ექსპერტი დოლარის კიდევ უფრო მეტ გამყარებას, ინდექსების ზრდასა და აშშ ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებას მოელის.