• Ƀ/$

2019 წელს Lightyear მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს

10 იანვარი 18:43, 2018 წელი | კომპანიები

2019 წელს ბაზარზე შესაძლოა, მთლიანად მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი გამოვიდეს. Lightyear One-ის შემქმნელები შტეფსელზე უარის თქმას აპირებენ.

ელექტრომობილის უმთავრეს პრობლემად, მაღალ ფასთან ერთად, დატენის დრო სახელდება. თუ ბენზინით ბაკის გავსებას 3 წუთი სჭირდება, ელექტრომობილი დამუხტვას სწრაფდამტენითაც კი 30-40 წუთს ანდომებს, ჩვეულებრივი დამტენით - 7-8 საათს. ამასთანავე, TESLA-ს ძვირად ღირებული ელექტრომობილების გარდა, სხვებს აკუმულატორი 200 კილომეტრზე მეტი არ ჰყოფნით, რაც საქალაქთაშორისო მგზავრობას მნიშვნელოვნად ართულებს.


მზის პანელები ავტომობილის სახურავზე სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის სიმცირის გამო ავტომობილის გარბენი მხოლოდ 6-7 კილომეტრით იზრდებოდა. ნიდერლანდური კომპანია Lightyear კი ამ მაჩვენებლის 400-800 კილომეტრამდე გაზრდას გვპირდება. პირველი 10 „მზემობილი“ 2019 წელს უნდა გამოვიდეს.


მზე 1 წამში დედამიწაზე იმაზე მეტ ენერგიას ასხივებს, ვიდრე მსოფლიო მთელი წლის განმოვლობაში მოიხმარს. პრობლემა მისი შენახვა და საჭირო ენერგიად გარდაქმნაა. თუმცა გარკვეული პროგრესი ამ კუთხითაც შეინიშნება, 2015 წელს მთლიანად მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა ატლანტიკის ოკეანეს გადაუფრინა. მზისგან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობაც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.


თავად სახელი Lightyear-იც (სინათლის წელი) შემთხვევითი არ არის. სინათლე ბუნებაში ყველაზე სწრაფია. წამში - 300 ათასს, ხოლო წელიწადში 9.46 ტრილიონ კილომეტრს ფარავს.


 


მსგავს თემაზე


ჭარბი განახლებადი ენერგიის მიწოდებამ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი მინუსში გაიყვანა


ქართლის ქარის ელექტროსადგური საპროექტო სიმძლავრეზე გავიდა


სხვა სიახლეები