• Ƀ/$

ციფრული ვალუტები ვარდნას განაგრძობს

11 იანვარი 10:00, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარზე, ბიტკოინ ქეშის გარდა, ყველა ციფრული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. მთლიანი ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია $660 მლრდ-მდე შემცირდა.

ბიტკოინის ფასი $13500-ს ჩამოსცდა. ეთერიუმი 11.5%-ით გაუფასურდა, მისი ღირებულება ამჟამად 1225 დოლარია. რიპლის ფასი 1.71 დოლარამდე შემცირდა, რაც 1 კვირის წინანდელთან შედარებით 52%-ით ნაკლებია. ბიტკოინ ქეშის ფასი პრაქტიკულად არ შეცვლილა. კარდანო, ლაითკოინი, ნემი, იოტა, სტელერი, დეში... თითოეულის ფასი 24 საათის განმავლობაში 4-11 პროცენტის ფარგლებში შემცირდა.



გაუფასურებას ვერც ათეულს მიღმა მყოფი ვალუტები გადაურჩნენ. ტრონის ფასი 9%-ით შემცირდა, ბიტკოინ გოლდის 10%-ით, ეთერიუმ კლასიკის 11-ით, ბაიტკოინის 16-ით, დენტაკოინი კი 29%-ით. გამყარებით, სულ რამდენიმე ციფრული ვალუტა გამყარდა, ვეჩჰეინი 33%-ით და კეიუკოინი 9%-ით.



სხვა სიახლეები