ბიტკოინის ფასი 2.3 პროცენტითაა გაზრდილი. საკანონმდებლო ცვლილებები და გავრცელებული ინფორმაციები მასზე დიდ გავლენას ახდენს. მას შემდეგ რაც Microsoft-მა საგადახდო მხარდაჭერა შეუწყვიტა, ფასი დაეცა. ჩინეთში მაინინგის შესაძლო აკრძალვის შემდეგ ვარდნა შეწყდა.
ეთერიუმის ფასიც მცირედითაა გაზრდილი, სამაგიეოროდ რიპლი 20%-ზე მეტით გამყარდა. ბიტკოინ ქეშის ფასი 2500 დოლარს გადასცდა. კარდანოს, ლაითკოინის, ნემის, იოტას და დეშის ღირებულება კი 2.2-8.5 პროცენტითაა გაზრდილი. სტელერის ღირებულებამ ბევრად მეტით, 31%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ათეულს მიღმა მყოფ ვალუტებს, რომელთა კაპიტალიზაციაც მილიარდ დოლარს აჭარბებს, ეოსი 22%-ით გამყარდა, ბაინს კოინი 55%-ით. ასეულში მყოფთაგან კი ყველაზე მეტად 66%-ით 77-ე ადგილზე მყოფი სმარტქეში გამყარდა.