• Ƀ/$

Amazon-მა ვირტუალური და დამატებითი რეალობის სარკეები დააპატენტა

12 იანვარი 12:44, 2018 წელი | კომპანიები

Amazon-ის ქსელურ მაღაზიებში მისულ მომხმარებლებს სასურველი ტანსაცმლის შესარჩევად მათი მორგება აღარ დასჭირდებათ.

ამას მათ მაიგივრად ვირტუალური და დამატებითი რეალობის სარკეები გააკეთებს.


თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ექნება, ვირტუალურ რეალობაში სრული შთაბეჭდილება შეიქმნას, როგორ მოერგება და მოუხდება თუ არა მის სხეულს ესა თუ ის ტანსაცმელი.


სარკე მომხმარებელს სხვადასხვა რეალობაში მასზე მორგებული ტანსაცმლის სრულ გამოსახულებას და აღქმის საშუალებას მისცეს.


გარდა ამისა, Amazon-ს უკვე მზად აქვს სპეციალური კამერები, რომლებიც მომხმარებელს დაეხმარება სასურველი ვარცხნილობა და მაკიაჟი მოირგოს.


სხვა სიახლეები