• Ƀ/$

ეკოლოგები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დახურვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ

12 იანვარი 16:08, 2018 წელი | ეკონომიკა

ეკოლოგები სასამართლოს რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დახურვის მოთხოვნით მიმართავენ.

გერმანიის ველური ბუნების მსოფლიო ფონდმა და ბუნების დაცვის კავშირმა კანცლერ ანგელა მერკელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს მშენებელობის შეჩერება მოითხოვეს.


ამის შესახებ Der Tagesspiegel წერს.


„NABU-ს და WWF-ს ეკოლოგები მიიჩნევენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ჩიხში შეიწყვანს. ასევე, პროექტი ბალტიის ზღვის ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის და ევროკავშირის ფარგლებში სოლიდარობას და ნდობას ანადგურებს“, -ნათქვამია განცხადებაში.


მიმართვის ავტორები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს არა მარტო გაემიჯნონ მშენებლობას, არამედ პროექტის დამოუკიდებელი ეკოლოგიური ექსპერტიზაც ჩაატარონ.


გარდა ამისა, ეკოლოგებმა განაცხადეს, რომ პროექტის დახურვას სასამართლოს გზით შეეცდებიან.


„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი გაზსადენის ორი განშტოების მშენებლობას ითვალისწინებ, რომელიც რუსეთის სანაპიროდან, ბალტიის ზღვის გავლით, გერმანიას წელიწადში 55 მილიარდ კბ/მ გაზს მიაწვდის.


ახალი მილსადენის მშენებლობა „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის გასწვრივ იგეგმება.


სხვა სიახლეები