• Ƀ/$

2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები (ნაწილი III)

12 იანვარი 21:50, 2018 წელი | ანალიტიკა

Financical Time გვთავაზობს იმ მოვლენების ნაწილს, რომელთა თვალყურის დევნებაც 2018 წელს საინტერესო იქნება.

1 ივლისს მექსიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია ჩანიშნული. ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ყოფილი ფინანსთა მინისტრი ხოსე ანტონიო იქნება. მის მთავარ მეტოქედ ანდრეს მანუელ ლოპეზი მოიაზრება, რომელსაც ხალხის მასების აყოლიება კარგად ეხერხება. ინფლაცია, უმუშევრობა და კრიმინალი ისევ გამოწვევად რჩება.


მექსიკა მოსახლეობის რაოდენობით - 129 მილიონი მსიფლიოს პირველ ათეულს ასრულებს. ქვეყანა დაბალშემოსავლიანად ითვლება, მშპ 1 სულზე 8200 დოლარია PPP დათვლებით 16800, აშშ-ში მიგრაციის დონე საკმაოდ მაღალია. დონალდ ტრამპი საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს, რამაც ქვეყანაში უკმაყოფილება და ანტიამერიკული განწყობილების ზრდა გამოიწვია.



ოქტომბერშიც არჩევნებია დაგეგმილი, ოღონდ მექსიკისგან საკმაოდ დაშორებით და მასზე ბევრად პატარა შვედეთში. მთავრობის პოპულარობა რომელიც სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეებისგან შედგება მცირდება. დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით მას ნდობას მოსახლეობის 40%-ზე ნაკლები უცხადებდა. 2015 წელს მიგრანტების დიდი ნაკადის მიძალების შემდეგ ანტიმიგარციული პარტიის რეიტინგი 20%-მდე გაიზარდა  დღეს ისიც შემცირებულია. მოქმედმა პრემიერ მინისტრმა შტეფან ლოფემმა განათლებაზე დასაერთო კეთილდღეობაზე 5 მილიარდი დოლარით მეტის გაღების პირობა დადო. უმრავლესობას ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს და კოალიციის შექმნის საჭიროება დადგება.


შვედეთი ეკონომიკურად საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, სოციალიზმის მხარდამჭერებს მაგალითად შვედეთი მოჰყვათ, მაგრამ მოწინააღმდეგეები დიდი ზომის მთავრობასა და მაღალ გადასახადებს შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ. შემოსავლებით და ადამიანური განვითარების ინდექსით შვედეთს ბოლო პერიოდში ირლანდიამ და ნიდერლანდებმა გადაუსწრო.



Financical Time ნოემბერშიც არჩევნებზე ამახვილებს ყურადღებას, ამჟერად ფოკუსში სამხრეთ ამერიკის უდიდესი ქვეყანა 209 მილიონიანი ბრაზილიაა. ბრაზილიის არჩევნების მთავარი ირონია ისაა, რომ არჩევნები ყოველთვის ერთნაირია აღნიშნავს გამოცემა. არჩევნების მიუხედავად ბრაზილიისთვის უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება მუნდიალი იყოს. მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი 4 წლის წინანდელი კოშმარის, ნახევარფინალში 1:7-ის წაგების დავიწყებას შეეცდება.


ბრაზილიის შემოსავლები მექსიკისას უთანაბრდება, თუმცა უფრო მაღალი კრიმინალის, განათლების დაბალი დონის და შემოსავლის არათანაბრად გადანაწილების გამო ქვეყნის საერთო განვითარების კუთხით ჩამორჩება. 2010 წელს ეკონომიკის 7.5%-იანი ზრდის შემდეგ ქვეყანამ 2015-2016 წლები 3.5%-იანი ვარდნით დაასრულა. პრეზიდენტი დილმა რუსეფი იმპიჩმენტის გზით გადააყენეს. ამჯერად მოსახლეობას არჩევანის გაკეთება 2 კანდიდატს სორის მოუწევს მათგან ერთ-ერთი „არჩევნებში გამოცდილი ლუის ინასიუ „ლულა“ და სილვაა რომელმაც 1989 წლიდან მოყოლებული 5-ჯერ იყარა კენჭი მათგან 2-ჯერ 2002 და 2006 წელს წარმატებით. რაც შეეხება მეორე კანდიდატს ჯეისერ ბოლსაროს ის ულტრა მემარჯვენედ მოისაზრება. ანალიტიკოსები მეორე ტურს მოელიან.



 


მსგავს თემაზე


2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები (ნაწილი I)


2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები (ნაწილი II)


სხვა სიახლეები