• Ƀ/$

SAMSUNG GALAXY S9 წამში 1000 კადრის გადაღებას შეძლებს

13 იანვარი 18:20, 2018 წელი | კომპანიები

SAMSUNG თავის ფლაგმანურ სმარტფონს GALAXY S9-ს თებერვალში წარადგენს, სამარტფონის რამდენიმე მნიშვნელოვანმა პარამეტრმა კი უკვე გაჟონა.

სმარტფონი ვიზუალურად წინა მოდელის, S8-ის მსგავსი იქნება, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობაც ექნება. მთავარი კამერა ისევ 12 მეგაპიქსელიანი იქნება, ფრონტალური 8 მეგაპიქსელიანი, თუმცა თუმცა მათ ორმაგი პიქსელის მხარდაჭერა ექნებათ. დიაფარგმის ზომაც 1.7-დან 1.5-მდე მცირდება, ორივე ტექნოლოგიური სიახლე გადაღებული ფოტოს ხარისხს გააუმჯობესებს.


ფოტოს გარდა ვიდეო გადაღების ფუნქციაც უმჯობესდება. გავრცელებული ინფორმაციით ახალი სმარტფონის მფლობელები წამში 1000 კადრის გადაღებას შეძლებენ. დღეს საუკეთესოდ SONY XPERIA XZ PEMIUM ითვლება, რომელიც წამში 960 კადრს იღებს.


ახლდება ჩიფსეტიც, Exynos 8895 Exynos 9810-ით იცვლება. ოპერატიული მეხსიერება სავარაუდოდ ისევ 4GB იქნება, მოსალოდნელი იყო 6GB-მდე გაზრდა. წყალგამძლეობის უნარიც შენარჩუნდება. S9-სთან ერთად S9+ იც გამოვა, რაც მახასიათებლებიც  S9-ის მსგავსი იქნება.


4K ეკრანი, 6GB ან უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერება სავარაუდოდ S10-ში გამოჩნდება. ტრადიციულად სამსუნგი თვისობრივად ახალ მოდელს 2 წელიწადში ერთხელ უშვებს. GALAXY S4 მახასიათებლებით ბევრად აღემატებოდა S3-ს, S6 – S5, S8 კი S7-ს. მაშინ როცა S5 და S7 წინა მოდელების გაუმჯობესებულ ვარიანტებს წარმოადგენდნენ.


სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური გიგანტი SAMSUNG თითქმის ყველა სახის საოჯახო ელექტრო ტექნიკას აწარმოებს, თუმცა ლიდერი სმარტფონებში და ტელევიზორებშია. ტელევიზორებში კონკურენციას კორეულ LG-სთან აწყდება, სმარტფონებში კი ამერიკულ APPLE-თან. 2017 წელს სამსუნგმა 319 მილიონი მობილური გაყიდა და 20.5%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა.


 


მსგავს თემაზე


SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MICROLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება


SAMSUNG-ის გასახსნელი ტელეფონი IPHONE X-ზე ორჯერ ძვირია


APPLE - ბრენდის ისტორია


სხვა სიახლეები