• Ƀ/$

10 მილიარდი საკვებსა და სიგარეტში

15 იანვარი 15:40, 2018 წელი | ეკონომიკა

აზერბაიჯანის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყნის მოქალაქეებმა კვებასა და სიგარეტში 18 მილიარდი მანათი (დაახლოებით 10,65 მლრდ აშშ დოლარი) დახარჯეს.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2016 წელთან შედარებით ხარჯები ამ მიმართულებით 2,5 პროცენტით გაიზარდა.


დაახლოებით ანალოგიური თანხა – 17.4 მილიარდი მანათი დაიხარჯა არასასურსათო პროდუქციაზე. საერთო ჯამში, აზერბაიჯანული მოსახლეობის ხარჯებმა სასურსათო და საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე გასულ წელს 20 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.


აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2017 წელს 4100 აშშ დოლარს შეადგენდა.


სხვა სიახლეები