• Ƀ/$

"ფორდი" ელექტრომობილების წარმოებაში სოლიდურ დაბანდებას გეგმავს

15 იანვარი 20:11, 2018 წელი | კომპანიები

"ფორდი" ელექტრომობილებში 2022 წლამდე $11 მლრდ–ის ინვესტირებას გეგმავს. თანხა 40 მოდელზე გადანაწილდება, რომელთაგანაც ნაწილი ჰიბრიდი იქნება, ნაწილი მთლიანად ელექტრო.  

თავდაპირველად დაგეგმილი ინვესტიციის მოცულობა ბევრად მცირე 4.5 მილიარდი დოლარი იყო, რომელიც ჯერ კ.7-მდე შემდეგ კი 7.3 მილიარდამდე გაიზარდა.


კონცერნის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ჰეკეტმა განაცხადა, რომ შემდეგი 5 წლის მანძილზე გადაწყვეტილია 14 მილიარდი დოლარის დაზოგვა სედანის ტიპის და ზოგადად შიდაწვის ძრვიან ავტომობილებზე, აქცენტი კი გაკეთდება სატვირთოებზე, ჰიბრიდებზე და ელექტრომობილებზე. შერჩეული 40 მოდელიდან სრულიად ელექტრო 16 იქნება.


გეგმის თანახმად სრულიად ახალი მოდელების ნაცვლად უკვე არსებულები გახდება ელექტრო.


„ტესლას“ გარდა ელექტრომობილების წარმოების გეგმა უკვე წარდგენილი აქვთ „ტოიოტას,“ „ვოლკსვაგენს“ და სხვა მწარმოებლებს აშშ-დან, ევროპიდად, კორეიდან და იაპონიიდან.


მსოფლიო ამჟამად 1 მილიარდამდე ავტომობილს ითვლის, მათგან ელექტრო სულ 2 მილიონია - 0.2%, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო რიცხვია, მაგრამ 5 წლის წინანდელთან შედარებით 10-ჯერ მეტია. აკუმულატორის გაიაფება, 1 დატენვაზე გარბენის მანძილის გაზრდა სამთავრობო შეღავათები და სუფსიდიები ელექტრომობილის პოპულრობას საგრძნობლად ზრდის. საქართველოში ელექტრომობილის განბაჟების ღერებულება 0 ლარია. თბისისში პარკინგი უფასო. ასევე უფასო მისი დამუხტვა რადენიმე ლოკაციაზე. ამის გარეშეც 100 კილომეტრზე დაახლოებით 3 ლარის ელექტროენერგიის ხარჯია, რაც ბენზინისაზე მინიმუმ 5-ჯერ ნაკლებია. შედეგად თუ 2016 წელს ქვეყანაში შემოვიდა 34 ელქტრომობილი, 2017 წლის 9 თვეში 467.   


 


მსგავს თემაზე


TESLA–მ პირველი უპილოტო სატვირთო ელექტრომობილი წარადგინა


2019 წელს LIGHTYEAR მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


სხვა სიახლეები