• Ƀ/$

"ჯენერალ მოტორსი" "ტესლას" ელექტრომობილების ბაზარზე ეცილება

16 იანვარი 11:27, 2018 წელი | კომპანიები

გამოცემა „ბიზნესინსაიდერი“ ირწმუნება, რომ საავტომობილო ფირმა „ტესლას“ სწორედ იგივე ბედი მოელის, რაც „ფორდს.“

ჯერ კიდევ საუკუნის წინ, „ფორდ მოტორ კომპანია“ (Ford Motor Company) ამერიკული მანქანების მთავარი მწარმოებელი იყო. ამ მოდელმა პირველად შექმნა ავტომობილი ყველასთვის და მისი დამფუძნებელი, ჰენრი ფორდი ისტორიაში ყველაზე წარმატებული ბიზნესმენის სახელით შევიდა.


ამ პერიოდისთვის „ჯენერალ მოტორსი“ (General Motors) ჯერ კიდევ არაორგანიზებული ბრენდების გროვა იყო. ეს ყველაფერი 1920 წელს შეიცვალა, როცა კომპანიას სათავეში ალფრედ სლოუნი ჩაუდგა. მან, როგორც პრეზიდენტმა, მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და კორპორაცია მმართველობის თანამედროვე მოდელზე გადაიყვანა.


„ჯენერალ მოტორსის“ კომპანიამ ძლიერი ბრენდი შექმნა და მისი პროდუქცია მორგებული იყო ყველანაირი ფინანსური შესაძლებლობის მქონე კლიენტურაზე. სლოუნის იდეები შესანიშნავად მოერგო ომისშემდგომ ამერიკულ სამომხმარებლო კულტურას. 1950 წლისთვის „ჯენერალ მოტორსმა“ საავტომობილო ბაზრის ნახევარზე მოიპოვა კონტროლი; ამ დროისათვის კი ფორდის რეიტინგი მკაფიოდ ეცემოდა.


„ტესლა“


მომდევნო პერიოდში ამერიკის ბაზარი იცვლება და უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ხდება. სწორედ ამ დროს, „ჯენერალ მოტორსმა“ მთავრობის დახმარებით ფინანსურ პრობლემებს თავი დააღწია და მხოლოდ 2009 წლისთვის გაკოტრდა. დროის ამ მონაკვეთში კი, „ტესლა“ (Tesla) თავს აღწევს ბანკროტობას და უშვებს სედანის ახალ მოდელს.


იმ პერიოდში, როცა „ჯენერალ მოტორსის“ აქციების ფასმა 34%-ით მოიმატა, „ტესლას“ კაპიტალიზაცია 1000%-ით გაიზარდა.


ტესლა ჰგავს გამარჯვებულს, მაშინაც კი როცა ჯენერალ მოტორსის წილი გაცილებით დიდია. ბაზრის ანალიტიკოსი ჯენ მნსტერი იმასაც ამტკიცებს, რომ ტესლას აშშ-ს ბაზრსი 65%-ის დაკავება და წლიურად 11 მილიონი მოდელის გაყიდვა შეუძლია.


ამ შეფასებებს შეუმჩნეველი რჩება კონკურენცია. თუ „ტესლა“ უფრო დიდი გახდება, იგი მეტად კონკურენტუნარიანიც უნდა იყოს ამერიკის საავტომობილო ბაზარზე, სადაც შეჯიბრება ბრუტალურია. „ჯენერალ მოტორსი“ ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშეა და 20%-იან წილსაც ფლობს.


„ტესლას“ ჯერ არ შეხებია ძლიერი კონკურენცია, რადგანაც არავის სურს ინვესტიციების გაკეთება ელექტრონულ მანქანებში, როდესაც ისინი გლობალური მარკეტის 1%-ს შეადგენენ. რამდენადაც „ტესლას“ წარმოება იზრდება და მთავარი ინიციატორის რისკებს ირგებს, იმდენად ცდილობენ უკვე დაფუძნებული მანქანის შემქმნელები ამ რისკების გაცნობიერებისგან სარგებლის მიღებას.


„ტესლა“ შეიძლება სრულიადაც არ გაქრეს სცენიდან, ისევე როგორც „ფორდმა“ შეინარჩუნა არსებობა 1950-იანებში, თუმცა იგი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა დომინანტობისგან. ამერიკის ბაზარზე მას საშუალო პოზიცია უკავია და იმედოვნებს ფართო მასშტაბით მანქანების გამოშვებას.


გასულ კვირას კი, „ჯენერალ მოტორსმა“ გამოუშვა მეხუთე დონის სრულიად ავტონომიური, ელექტრონული, თვით-მართვადი მანქანა, რომელსაც არ აქვს საჭე და მძღოლიც არ სჭირდება. „ტესლას“ ავტოპილოტს ნახევრად ავტონომიური ძრავა აქვს. "ტესლა მოდელ 3" შედარებით იაფია და მისი ფასი 35 000 დოლარიდან იწყება. პრობლემას მიწოდების სისწრაფე წარმოადგენს, რომელსაც მოთხოვნა აჭარბებს.


"ტესლას" ამბიციები საკმაოდ დიდია. ის სატვირთოს და პიკაპის გამოცემასაც აპირებს, თუმცა "ჯენერალ მოტორსთან" სერიოზულ კონკურენციაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია, მით უფრო მაშინ როცა თავად "ჯენერალ მოტორსიც" ელექტრომობილების წარმოებაზე გადადის.


 


მსგავს თემაზე


"ფორდი" ელექტრომობილების წარმოებაში სოლიდურ დაბანდებას გეგმავს


ტესლა პიკაპსაც გამოუშვებს


ავტომობილის ფასი ბიტკოინში განისაზღვრება


სხვა სიახლეები