• Ƀ/$

„ისლანდია“ ეკოლოგიურ პოლიტიკას ამკაცრებს

16 იანვარი 14:49, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბრიტანეთში სუპერმარკეტების ქსელი „ისლანდია“ 2023 წლამდე ცელოფანზე და ყოველგვარ პლასტიკატზე უარს იტყვის.

ცვლილებები მოიცავს როგორც ცელოფნის პარკის, ასევე იმ შეფუთვის აკრძალვას სადაც პლასტიკატია გამოყენებული. აგრეთვე ედიკეტებს. პლაპტმასი ქაღალდით და სხვა გარემოს ნაკლებად დამაბინძურებელი მასალით შეიცვლება.


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ პლასპტამასის ნარჩენებს თანამედროვეობის უდიდესი ჭირი უწოდა, რომელიც გარემოს ანადგურებს.


ბრიტენეთში წელიწადში 3.7 მილიონ ტონაზე მეტ პლასპტმასს მოიხმარენ, რაც ეკოლოგების შეშფოთების საგანი ხდება. უმთავრეს პრობლემას ნარჩენები წარმოადგენს, თუმცა ცელოფნის შეფუთვით საკვები პროდუქტის ტრანსპორტირებაც საზიანოა. კვლევის მიხედვით ბრიტანეთში, სუპერმარკეტების 80%-ში პლასტიკატის შეფუთვა უფასოა რაც მიასზე მოთხოვნას ზრდის. ტერეზა მეის გეგმის მიხედვით ქვეყნაში 2042 წლისთვის პლაპტმასის მოხმარება სრულებით უნდა აიკრძალოს, მანვე საცალო მოვაჭრეებს პლასტიკატის შეფუთვაზე გადასახადის დაწესება ურჩია, რამაც მოხმარების შემცირება უნდა გამოიწვიოს.


 


მსგავს თემაზე


ეკოლოგები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დახურვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ


M2 კახეთის გზატკეცილზე 3600 ბინიანი კომპლექსის აგებას გეგმავს


სხვა სიახლეები