• Ƀ/$

LG დასაკეც ეკრანიან სმარტფონს გამოუშვებს

21 იანვარი 12:00, 2018 წელი | კომპანიები

სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გაგანტმა LG-მ, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში, სმარტფონისა და პლანშეტის ჰიბრიდის დასაკეც ეკრანიანი მოწყობილობა დააპატენტა.

პატენტზე განაცხადი 2017 წლის ივლისში გაკეთდა, 2018 წლის იანვარში კი გასაჯაროვდა. ამ დროისათვის ცნობები 2 სახის დიზაინის კონცეპტზე ვრცელდება.


პირველი მოდელი დასაკეცი ტელეფონია, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში აჩვენებს დროს და სხვა მცირე მნიშვნელოვან დეტალებს.


მეორე მოდელიც დასაკეცია, ოღონდ დაკეცვის შემდეგ გვერდით ვიწრო ზოლში შესაძლებელია დროის ჩვენება და შეტყობინების გამოტანა.


გამოშვების თარიღის ან ფასის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. დიზაინიც მხოლოდ კონტურების სახითაა ცნობილი. 



2018 წელს samsung აპირებს galaxy x-ის გამოშვებას რომელიც ასევე პლანშეტისა და სმარტფონის გაერთიანება იქნება დასაკეცი ეკრანით.


 


მსგავს თემაზე


LG-მ 65–დუიმიანი დრეკადი OLED–ტელევიზორი შექმნა


პირველი 4K გარჩევადობის პროექტორი, 150 ინჩის ზომის გამოსახულებით


SAMSUNG GALAXY S9 წამში 1000 კადრის გადაღებას შეძლებს


SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MICROLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება


APPLE - ბრენდის ისტორია


სხვა სიახლეები