• Ƀ/$

Google-ის სასწავლო პროგრამები უფასო ხდება

21 იანვარი 19:05, 2018 წელი | კომპანიები

ახალი თანამშრომლების მოსაძიებლად, მეგა კორპორაცია Google თავის ტრენინგ პროგრამას ყველასათვის ხელმისაწვდომს ხდის.

პროგრამა გათვლილია მათთვისაც ვისაც სურს Google-ში მუშაობა, მაგრამ ბოლომდე არაა მზად ამისთვის. ონალაინ პროგრამა დაეხმარება მათ ცოდნის გაღრმავებაში, უნარების დახვეწასა და IT სფეროში უკეთ გარკვევაში. პროგრამა 10 000 წარმატებული კურსდამთავრებულისთვის სტიპენდიებსაც ითვალისწინებს. პროგრამის ხანგძლივობა 64 საათია. ჩვეულებრივ მისი ღირებულება თვეში 49 დოლარია, თუმცა ახლა მისი გავლა უფასოდ გახდება შესაძლებელი.


სიახლეს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ანალიტიკოსთა ნაწილი უაზრობად და ფინანსური რესურსის ფლანგვად მიიჩნევს Google-ის მხრიდან იმ ადამიანების მიმართ ხარჯის გაღებას, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია.


Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ ფიჩეიმ, ტვიტერის საშუალებით, გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და აღნიშნა რომ 2026 წლამდე 150 000 IT სპეციალისტის მოძიება გახდება საჭირო.


საძიებო სისტემა Google 1996 წელს, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა დააფუძნეს. 3 წლის თავზე კომპანიის 1 მილიონ დოლარად გაყიდვის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. დღეს Google სხვა კომპანიებთან ერთად Alphabet-ის კორპორაციაშია გაწევრიანებული, თუმცა მასში გუგლს ყველაზე დიდი წილი უკავია. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 800 მილიარდ დოლარს აჭარბებს და მხოლოდ Apple-ს ჩამოუვარდება. კომპანია საძიებო სისტემაში უპირობო ლიდერია და ბაზრის წილის 80%-ზე მეტი უკავია. ვებ ბრაუზერი google chrome-ც ყველაზე პოპულარულია, მასვე ეკუთვნის ელ.ფოსტა Gmail, ასევე Google map და Google Earth.


 


მსგავს თემაზე


GOOGLE წყნარი ოკეანის ფსკერზე სამ ახალ ბოჭკოვან გამტარს აშენებს


GOOGLE–მა საკუთარი საგადახდო სისტემა ჩართო


მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული კოპანია


ინოვაციების სააგენტო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასთან მემორანდუმს გააფორმებს


სხვა სიახლეები