• Ƀ/$

აზერბაიჯანმა ირანს $500 მლნ ასესხა – ბაქო–თბილისი–ყარსის ალტერნატივისთვის

22 იანვარი 00:22, 2018 წელი | ეკონომიკა

500 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც აზერბაიჯანმა ირანს გამოუყო, რეშატი–ასტარას სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას უნდა მოხმარდეს. თანხას აზერბაიჯანულ–ირანული ერთობლივი კომპანია გახარჯავს.

ირანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის გზებისა და ქალაქების განვითარების მინისტრის მოადგილემ ასგარ კაშანმა განაცხადა.


რკინიგზის მშენებლობა „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ პროექტის ფარგლებში მიმდჟინარე წლის პირველ ნახევარში უნდა დაიწყოს.


„ამ სარკინიგზო გადასარბენის აშენების შემდეგ ინდოეთი და ჩინეთი თავის ტვირთებს ცენტრალურ აზიაში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და ევროპაში გადაზიდავენ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


ირანული მედიის ცნობით, აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობაში ინვესტირების სურვილი მანამდე იტალიურმა, ჩინურმა და რუსულმა კომპანიებმა გამოხატეს. მაგრამ, მინისტრის მოადგილის თქმით, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ამ პროექტში პარტნიორობა აზერბაიჯანთან, როგორც უშუალო მეზობელთან არჩია.


ზემოხსენებული მარშრუტის ალტერნატივა – ჩინეთიდან ლონდონამდე უმოკლესი სარკინიგზო მაგისტრალის მონაკვეთი, რომელიც ბაქოდან თბილისის გავლით თურქეთის ყარსამდე მიდის, გასული წლის შემოდგომაზე ბაქოში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ბაქო–თბილისი–ყარსის მაგისტრალზე პირველმა მატარებელმა ყაზახური კომპანიების 30 კონტეინერი გადაზიდა.


სხვა სიახლეები