• Ƀ/$

კორეაში კრიპტორეგულაციები მკაცრდება

23 იანვარი 12:10, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტით ანონიმურად ვაჭრობას კრძალავს. რეგულაციები ადრეც არსებობდა, მაგრამ ახალი აკრძალვა უფრო მკაცრია.

ახალი კანონი მიზნად ისახავს, კრიმინალთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლას. ბოლო პერიოდში ანონიმური გადარიცხვები საკმაოდ გაშირდა, რამაც ეჭვები გააჩინა , რიგ შემთხვევაში არცთუ უსაფუძვლო.


სამხრეთ კორეა რიგით მესამე ქვეყნად მიიჩნევა კრიპტოვალუტის ბრუნვის მოცულობით და აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ ციფრული ვალუტების ფასებზე დამატებით წნეხს გამოიწვევს.


ცვლილებები ძალაში 30 იანვრიდან რჩება. კრიპტოვალუტა სრულად არ იკრძალება, მაგრამ სავალდებულო ხდება მისი მფლობელის ვინაობის გამხელა, გადარიცხვების და სხვა ოპერაციების გასაჯაროება.


გადარიცხვის სისწრაფესთან და დაბალ საკომისიოსთან ერთად კრიპტოვალუტის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მისი ანონიმურობა იყო, რეგულაციებმა სხვადასხვა ქვეყანაში კი მათზე მოთხოვნა შეამცირა რაც ფასზე უარყოფითად აისახა.


 


მსგავს თემაზე


ჩინეთში მაინინგი იკრძალება


კრიპტოსკეპტიკოსთა რიცხვი იზრდება


სხვა სიახლეები