• Ƀ/$

2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი I)

26 იანვარი 23:40, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

გამოცემა Forbes საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენა CES 2018-ზე დაყრდნობით, 2018 წლის 18 ტექნოლოგიურ ტრენდს არჩევს.

ჩამონათვალი 3D პრინტერს, ვირტუალური რეალობის სათვალეს, 5G ინტერნეტს, რობოტებს, განახლებულ სმარტფონებსა და ლეპტოპებს მოიცავს.


1)      განახლებული, მოქნილი ლეპტოპები და პლანშეტები, სენსორული ეკრანით, გაზრდილი წარმადობით, უფრო მეტი ფუნქციითა და შემცირებული ზომებით.



2)      ჭკვიანი სახლი. სახლი სადაც ყველაფერი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მართვა დისტანციურადაც შესაძლებელი ხდება.



3)      გაძალიერებული რეალობა, ეს ვირტუალური რეალობა არაა, ეს ჩვეულებრივი რეალობაა. კომპიუტერული სისტემა კი აღქმის უფრო მეტ საშუალებას იძლევა.




4)      თანამგზავრი რობოტი, რომელიც სახლის საქმეებში დამხმარედ გამოდგება, ასევე შეუძლია ადამიანის გართობა და სხვა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების კეთება



5)      ჩიპების ომები. Intel და AMD დაუნდობელ კონკურენციაში ჩაერთვებიან. Intel თავისი წარმადობის უპირატესობასაც შეინარჩუნებს და AMD-ს გრაფიკული გამოსახულების ხარისხსაც მიაღწევს. თამაშგარეთ არც NVDIA რჩება, რომელიც გრაფიკული პროცესორების წარმოებითაა ცნობილი.



6)      ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ანტიგლობალისტების გარდა, სტივენ ჰოუკინგისა და ილონ მასკის შეშფოთებასაც იწვევს. მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი სმარტი ხდება: სახლი, ავტომობილი, საოჯახო ტექნიკა და არც ისე შორეულ მომავალში – მთლიანი ქალაქებიც.



7)      ჯანმრთელობის სენსორები, მკურნალობა ინდივიდუალურ დონეზე, მეტი ტექნოლოგიის გამოყენება, პაციენტის შესახებ უფრო სანდო და დეტალური მონაცემთა ბაზის შექმნა.



8)      5G ინტერნეტი, ბევრად სწრაფი ტექნოლოგია, რომელსაც ყველა ელის. მართალია, მისი მსობრივად დანერგვა 2020 წლისთვისაა ნავარაუდევი, მაგრამ პროცესი 2018 წელს დაიწყება. 4K გარჩევადობის ფილმის ჩამოტვირთვა რამდენიმე წამში, მაქსიმუმ 1 წუთში გახდება შესაძლებელი. 



9)      ჭკვიანი მანქანები – ავტომობილები უფრო მეტი ელექტრონიკით, კომპიუტერული სისტემით, საწვავის შემცირებული ხარჯით, ან სულაც ელექტრო ძრავით. ზოგ შემთხვევაში – მძღოლის გარეშე.



 


მსგავს თემაზე


SAMSUNG GALAXY S9 წამში 1000 კადრის გადაღებას შეძლებს


პირველი 4K გარჩევადობის პროექტორი, 150 ინჩის ზომის გამოსახულებით


LG-მ 65–დუიმიანი დრეკადი OLED–ტელევიზორი შექმნა


SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MICROLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება


სხვა სიახლეები