• Ƀ/$

2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები (ნაწილი IV)

26 იანვარი 21:10, 2018 წელი | ანალიტიკა

Financical Time გვთავაზობს იმ მოვლენების ნაწილს, რომელთა თვალყურის დევნებაც 2018 წელს საინტერესო იქნება.

6 ნოემბერს კიდევ ერთი არჩევნებია, ამჯერად შეერთებულ შტატებში. ამერიკელებმა უნდა აირჩიონ წარმომადგენელთა პლატა (კონგრესი) სრულად 435 მანდატი და 33 პირი სენატიდან.


დემოკრატებს უჩნდებათ გარკვეული შანსი, ძალაუფლების დასაბრუნებლად. ამჟერად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები დამაჯერებელ უპირატესობას ფლობენ 238:193-ზე დემოკრატების წინააღმდეგ, მათ სენატშიც უპირატესობა გააჩნიათ, ოღონდ შედარებით მოკრძლაბული 51:47-ზე.


კონგრესზე კონტროლის აღდგენას, რომელიც დმოკრატებმა 2011 წელს დაკარგეს, გამოცემა, რთულად, მაგრამ შესაძლებელ მისიად მიიჩნევს. ამის დასტურად კი მოჰყავს გუბერნატორის არჩევნები ნოემბერში, ნიუ ჯერსსა და ვირჯინიაში, დემოკრატებმა გაიმარჯვეს, მაშინ როცა პრეზიდენტი ტრამპი მხარს აქტიურად რესპულიკელების კადიდატებს უჭერდა.


რაიმეს გადაჭრით წინასწარ თქმა უაღრესად ძნელია. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჰილარი კლინტონი ლამის წინასწარ გამორჯვებულად გამოცხადდა, მაშინ როცა ტრამპმა დამაჯერებლად 304:227 მოიგო (ფედერალური მოწყობის გამო, შტატებში ითვლიან ხმების კოლეგიას და არა ცალკეულ ხმებს) საფონდო ბირჟების ჩამოშლის სცენარი კი საპირისპიროდ შეიცვალა და დღეს Dow Jones-იც, Nasdaq-იც და S&P 500-ის ინდექსებიც ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.



30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს არგენტინა G20-ის სამიტს უმასპინძლებს. სამხრეთ ამერიკაში სადაც G20-დან სულ 2 ქვეყანაა წარმოდგენილი, ბრაზილია და არგენტინა, სამიტი პირველად ტარდება. განსახილველ თემებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გარდა წინასწარ სახელდება ბიტკოინი და კრიპტოეკონომიკა.



3-14 დეკემბერს, პოლონეთში ქალაქ კატოვიცაში კლიმატის ცვლილების კონფერენცია გაიმართება. მსოფლიო ლიდერები გერემოს პრობლემებზე ისაუბრებენ და დასვამენ კითხვას შეიცვალა თუ არა რამე 2015 წლის პარიზის შეთანხმების შემდეგ.



ბრიტანეთი წლის განმავლობაში ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკებებს დასასრულისკენ წაიყვანს. ის აგრეთვე ევროკავშირთან, სამომავლო თანამშრომლობისთვის შეძლებისდაგვარად მომგებიანი ხელშეკრულებების გაფორმებასაც შეეცდება.



საუდის არაბეთში “Saudi Aramco”-ს ღი სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას შეეცდებიან რომლის აქციების შეძენაც ლონდონის, ნიუ იორკის და ტოკიოს ბირჟებზე იქნება შესაძლებელი. არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ფიქრობს, რომ ნავთობკომპანიის საბაზრო ღირებულება 2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ეს დღეს არსებულ უძვირეს ღია სააქციო საზოგადოება Apple-ის ფასს 3-ჯერ აღემატება, მაგრამ როგორც დარგის ექსპერტები ფიქრობენ პრინცის შეფასება გადაჭარბებული არ უნდა იყოს. სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემთხვევაში ბირჟაზე მიმიქცევაში აქციების 5% გავა, რაც თანხობრივად 100 მილიარდი დოლარის ტოლია.



წინასწარი შეფასებით აშშ-ისა და ინდოეთის ეკონომიკა უფრო სწრაფად, ევროზონის, იაპონიისა და ჩინეთის ეკონომიკა კი უფრო ნელა უნდა გაიზარდოს, თუმცა  რაიმეს მტკიცებით ფორმაში თქმა რთული იქნება.


 


მსგავს თემაზე


2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები (ნაწილი III)


2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები (ნაწილი II)


2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები (ნაწილი I)


FINANCICAL TIME-ს პროგნოზები 2018 წლისთვის


სხვა სიახლეები