• Ƀ/$

ტრამპის მოულოდნელმა ვიზიტმა დავოსში ქაოსი შეიტანა

25 იანვარი 23:38, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რამდენიმე საათით ადრე გამოცხადებამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ქაოსი გამოიწვია.

პრეზიდენტის ვიზიტს კონგრეს–ცენტრში ელოდნენ, თუმცა ტრამპი, რამდენიმე საათით ადრე მივიდა და ამით ღონისძიებაზე არეულობა და გაურკვევლობა გამოიწვია.

ადგილიდან მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ამერიკელი ლიდერის ნაადრევი მისვლის გამო ორგანიზატორებს რუსეთის დელეგაციის მონაწილეობით გასამართი სესიის გადაწევა მოუხდათ.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი პირველად 1971 წელს გაიმართა და მას შემდეგ ეს გლობალური ღონისძიება ყოველწლიურ ტრადიციად დამკვიდრდა. დავოსის ფორუმებზე მსოფლიო მნიშვნელობის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემების განხილვა ხორციელდება.

საქართველოს დელეგაციას მიმდინარე ფორუმზე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მესამედ ხელმძღვანელობდა.


სხვა სიახლეები