• Ƀ/$

2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი II)

27 იანვარი 12:00, 2018 წელი | ანალიტიკა

გამოცემა Forbes საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენა CES 2018-ზე დაყრდნობით, 2018 წლის 18 ტექნოლოგიურ ტრენდს არჩევს.

ჩამონათვალის პირველი ნაწილი რობოტებს, 5G ინტერნეტსა და ჭკვიან სახლებს მოიცავდა. მეორე ნაწილი კი ვირტუალური რეალობით, 3D  პრინტერითა და დრონებითაა წარმოდგენილი.


10)      სახის ამომცნობი ტექნოლოგია. აღნიშნული სიახლე არ არის, წლებია უკვე, რაც ბევრ დაცულ ოფისში სახის სკანერი აყენია. SAMSUNG-ის სმარტფონებშიც აღარავის უკვირს, მაგრამ წელს მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება რასაც ხელს IPHONE X-იც შეუწყობს.



11)      ვირტუალური რეალობა. ვიტუალური სათვალეები თანდათან უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს. ტექნოლოგიის ფასი გამოსახულების ხარისხისა და ვირტუალური რეალობის შეგრძნების უკუპროპორციულად კლებულობს. მოწყობილობის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ისეთი ობიექტების დეტალური დათვალიერება, სადაც მოხვედრა რთულია, ეკლესიის გუმბათი, კლდის ქიმი და ა.შ.



12)      ჭკვიანი ქალაქები. ქუჩები, ხიდები, გვირაბები, შუქნიშნები ერთ სისტემაშია ინტეგრირებული. მძღოლს გადატვირთული ქუჩების შესახებ ინფორმაცია გააჩნია, შესაბამისად საცობები კლებულობს და პარკინგი მარტივდება. გაზრდილია ენერგოეფექტური შენობების რიცხვიც. ცხოვრება უფრო კომფორტული და ჯანმრთელი ხდება. ცხადია სრულყოფილ „ჭკვიან ქალაქებამდე“ ჯერ ადრეა.



13)      ყველაფერი კავშირშია. ნივთები ერთმანეთს ინტერნეტის მეშვეობით უკავშირდებიან და სხვადასხვა სახის ინფორმაციას აწვდიან, რაც სამუშაოს უფრო სწწრაფად და ზუსტად შესრულების საშუალებას იძლევა.



14)      უკაბელო დასამუხტი მოწყობილობები. ციფრულ სამყაროში მოუხერხებელ კაბელზე მოთხოვნა მცირდება. უფრო და უფრო მეტ მოწყობილობას ენერგიის მიღება დისტანციურად შეუძლია.



15)      განახლებული LED ტელევიზორები. LED ტელევიზორებს მსოფლიო უკვე დიდი ხანია შეეჩვია, მაგრამ MICRO LED ტექნოლოგია  კი ნამდვილად სიახლეა. ინდივიდუალური მანათობელი წერტილების ერთობლიობას ეკრანზე ბევრად უფრო შთამბეჭდავი გამოსახულება გამოაქვს ვიდრე წინა მოდელებს.



16)      3D პრინტერი. ახალი სამგანზომილებიანი პრინტერები მომავალში სამოგზაუროდ გვიწვევენ. მისი მეშვეობით სახლების, ხიდების, იარაღის და თვითმფრინავის ძრავის დამზადებაც კი შესაძლებელი ხდება, უფრო იაფად და ბევრად სწრაფად.



17)      სპორტში ტექნოლოგიების ინტეგრირება. ვიდეო გადაღების ხარისხის გაუმჯობესების გარდა, რაც დრონების დამსახურებაცაა, გადაწყვტილების მიღების ნაწილშიც ტექნოლოგიების როლი იზრდება.



18)      დრონები. სხვადასხვა ზომის, სისწრაფისა და მოდიფიკაციის დისტანციური საფრენი აპარატები რომლის ძირითადი ფუნქცია ვიდეო გადაღებაა, თუმცა ასევე შესაძლებელია მცირე ზომის ნივთების ტრანსპორტირებაც, პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ტექნოლოგია „ამაზონში“ უკვე დანერგა.



 


მსგავს თემაზე


2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი I)


სხვა სიახლეები