• Ƀ/$

აშშ მხარს უჭერს პოლონეთის წინააღმდეგობას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის მშენებლობისადმი

27 იანვარი 21:22, 2018 წელი | ეკონომიკა

ვარშავაში ვიზიტის დროს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა რეკს ტილერსონმა მხარი დაუჭირა პოლონეთს და „ჩრდიოეთის ნაკადი 2“–ის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.


„როგორც პოლონეთი, აშშ–ც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის წინააღმდეგია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი საფრთხის ქვეშ აყენებს მთელი ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და სტაბილურობას“, – განაცხადა ტილერსონმა.


მანამდე გერმანიამ, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–დან ენერგორესურსის მიმღებია, მხარი დაუჭირა პროექტს.


სხვა სიახლეები