• Ƀ/$

ავსტრალიის მზის ელექტროსადგური 2 დღეში მილიონ დოლარიან მოგებაზე გავიდა

28 იანვარი 00:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მოსაზრება, რომ მზის ელექტროსადგური არარენტაბელურია, თანდათან მითი ხდება. ავსტრალიაში, ილონ მასკის მზის ელექსტროსადგურმა 2 დღეში 1 მილიონი ავსტრალიური დოლარი ($0.8 მლნ) მოგება ნახა.

100 მეგავატიანმა სადგურმა ფუნქციონირება, სამხრეთ ავსტრალიაში 2017 წლის 1 დეკემბერს დაიწყო. სადგურის რეკორდულად მცირე დროში 100 დღეში აგებამ მასკს სანაძლეოც მოაგებინა.


ბატარეები ტექნოლოგიურად სრულიად გამართულია, როდესაც 14 დეკემბერს ქვანარის ელექტროსადგური მწყობრიდან გამოვიდა მასკის სადგური რამდენიმე მილიწამში ჩაირთო. მალევე მან ტექნოლოგიურთან ერთად ფინანსური შესაძლებლობებიც დაამტკიცა.


ელექტროსადგურის 70%-იან წილს ავსტრალიის მთავრობა ფლობს, 30%-იანს კი კომპანია Neon-ი. დამატებით განიხილება, შედარებით პატარა 20 მეგავტი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის აგებაც.


თავად ილონ მასკს მსოფლიო ძირითადად ელექტრომობილების მწარმოებლად და მარსის კოლონიზაციაზე მეოცნებე ადამიანად იცნობს, თუმცა მასკი მზის ელექტროსადგურებსაც აწყობს და მცირე ზომის პანელებსაც სახლის სახურავისთვის.


 


მსგავს თემაზე


ჭარბი განახლებადი ენერგიის მიწოდებამ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი მინუსში გაიყვანა


2019 წელს LIGHTYEAR მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


ტრამპი პროტექციონისტულ პოლიტიკას განაგრძობს


ელექტროენერგიის მოხმარება 7.7%-ით გაიზარდა


სხვა სიახლეები