• Ƀ/$

სტივ ვოზნიაკმა ბიტკოინთან მიმართებაში დამოკიდებულება შეცვალა

28 იანვარი 12:00, 2018 წელი |

APPLE-ის თანადამფუძნებელმა, სტივ ვოზნიაკმა მის საკუთრებაში არსებული ბიტკოინები გაყიდა. ინფრომაციას BUSINESS INSIDER ავრცელებს.

„არ მინდა დავემსგავსო იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად რიცხვებს უყურებენ და ნერვიულობენ,“ განაცხადა ვოზნიაკმა სტოკჰოლმში გამართულ სკანდინავიურ  ბიზნესფორუმზე.


ვოზნიაკმა ბიტკოინები 2016 წლის ზაფხულში, იმ დროს შეიძინა, როცა ფასი 700 დოლარი იყო. მაშინ აცხადებდა, რომ ბიტკოინი ოქროს ჯობდა. ინვესტირებიდან 1.5 წელში ბიტკოინის ღერებულებამ 28.5-ჯერ 20 000 დოლარამდე მოიმატა, მაგრამ ვოზნიაკმა კრიპტოვალუტა მაშინ გაყიდა როცა ფასი $11 000-მდე შემცირდა. მაგრამ ბიზნესმენის განცხადებით ამის გამო არ განიცდის.



სტივ ვოზნიაკი იყო სტივ ჯობსის ბავშვობის მეგობარი და APPLE_ის თანადამფუძნებელი. მართალია სტივ ჯობსი იყო ინოვატორი, იდეების ავტორი, ინვესტორთა დამარწმუნებელი და საუკეთესო ბრენდის შემქნელი, მაგრამ საწყის ეტაპზე APPLE-ის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა თითქმის მთლიანად ვოზნიაკზე იყო მინდობილი. ვოზნიაკმა კომპანია 1985 წელს დატოვა.


 


მსგავს თემაზე


კრიპტოსკეპტიკოსთა რიცხვი იზრდება


APPLE - ბრენდის ისტორია


 


სხვა სიახლეები