• Ƀ/$

ავტომობილი 132 წლისაა

29 იანვარი 12:27, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

შიდაწვისძრავიანი ავტომობილი იუბილარია. ზუსტად 132 წლის წინ, 1886 წლის 29 იანვარს, კარლ ბენცმა პატენტი აიღო. მას შემდეგ ავტომობილის ერა იწყება, რომელთა რაოდენობა უკვე 1 მილიარდს აჭარბებს.

უცხენო ეტლის იდეა, ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობას ზღაპრებში და ოცნებებში არსებობდა. ოცნება რეალურად მხოლოდ XIX საუკუნის დამლევს იქცა. ავტომობილს წინ გაბარიტებით ბევრად დიდი ორთქლის ძრავიანი გემი და ორთქმავალი უძღოდა.


გერმანელმა მეცნიერმა, კარლ ბენცმა ავტომობილის აწყობა 1885 წელს დაასრულა, პატენტი კი რამდენიმე თვის შემდეგ 29 იანვარს მოიპოვა.


XIX საუკუნის ავტომობილების სიჩქარე, როგორც წესი 20 კმ/სთ-ს არ აღემატებოდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი „მოძრავ რკინის ყუთს“ ეჭვის თვალით უყურებდა, რომელიც ხშირად ფუჭდებოდა და შორ მანძილზე გადასაადგილებლად ისევ ეტლი ჯობდა. საწყის ეტაპზე თითოეული მოდელი ხელით იწყობოდა, რაც მიწოდებასაც ართულებდა და ფასსაც სწევდა. ავტოწარმოებაში რევოლუცია ჰენრი ფორდმა მოახდინა, კონვეიერული მეთოდის დანერგის გზით წარმოება გაიზარდა, ფასი კი თითქმის 3-ჯერ შემცირდა. დღეს უკვე ლეგენდად ქცეული, 1913 წელს გამოშვებული, FORD MODEL T $350 ღირდა, რაც ამჟამინდელი კურსით კურსით $9000-ს აღწევს.



ავტომობულის ბუმი, მაინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. ავტომწარმოებელ ქვეყანათა რიცხვიც გაიზარდა. აშშ, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, სსრკ, კორეა, იაპონია... ეს ავტოინდუსტრიაში ჩართული ქვეყნების არასრული ჩამონათვალია.


დროთა განმავლობაში იცვლებოდა დიზაინი, უსაფრთხოების ნორმები, სიმძლავრე, ფუნქციები. ჩვეულებრივ ავტომობილს მიემატა, ავტობუსი, საბარგო ავტომობილი, სამხედრო დანიშნულების ავტომობილი და სპეცტექნიკა რომლის გამოყენების სფერო მრვალმხივია: მშენებლობა, სამაშველო, სოფლის მეურნეობა და სხვა.









ამ დროისათვის ავტომობილის ჯამური რაოდენობა 1 მილიარდს აღწევს, მათში ელექტრომობილის წილი 0.2%-ს, 2 მილიონ ერთეულს არ აღემატება. თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. I მსოფლიო ომამდე ელექტრომობილების წილი 1/3-ს აღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ელექრომობილების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, თავდაპირველი წილის დაბრუნებას კიდევ მრავალი წელი დასჭირდება. საგულისხმოა ისიც, რომ პირველი ავტომობილი რომელმაც 100 კმ/სთ-ს გადააჭარბა ელექტრო იყო.   საფრანგეთში გამართულ რბოლაზე, La Jamais Contente-მა 105.8 კმ/სთ განავითარა.


ავტომობილის რაოდენობა დღესაც იზრდება. ბენძინის ადგილი კი მომავალში აღარ რჩება, ელექტრომობილების გარდა ვითარდება წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილების ინდუსტრიაც. ზოგიერთ ელექტრომობილს სახურავზე მზის პანელები აქვს დამაგრებული რაც მის გარბენს ზრდის. უპილოტო ავტომობილების ერის დადგომამდეც უკვე მცირე დროა დარჩენილი.


 


მსგავს თემაზე


INFINITI-ს პრიორიტეტი ელექტრომობილები ხდება


"ჯენერალ მოტორსი" "ტესლას" ელექტრომობილების ბაზარზე ეცილება


2019 წელს LIGHTYEAR მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


სხვა სიახლეები