• Ƀ/$

წიგნიდან მიღებული ინფორმაციის გააზრება ელექტრონულ ფორმატზე მარტივია

29 იანვარი 14:46, 2018 წელი | ანალიტიკა

ინტერნეტმა ინფორმაციის მიღების სისწრაფე საგრძნობლად გაამარტივა, რაც განათლების მიღებაში ბავშვებსაც ეხმარება, თუმცა ერთი და იგივე ინფორმაციის წიგინიდან მიღება უკეთესია, ვიდრე ეკრანიდან, ამას უკანასკნელი კვლევები ადასტურებს. 

დღევანდელი მოსწავლეები პირველი თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც კომპიუტერულ მეცნიერებას დამატებით საგნად კი არ გადიან, კომპიუტერს, ინტერნეტს და სხვა ციფრულ ტექნოლოგიებს სხვა საგნების შესასწავლად იყენებენ.


მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები... განათლების სფეროში ტექნოლოგიების როლის როლის ზრდას ყველა აღიარებს, ეს ზედაპირზეც ჩანს. თავად ტექნოლოგიების გარდა ცვლილებებს ხელს საკანონმდებლო რეგულაციებიც უწყობს. კალიფორნიის ყველა კოლეჯი ვალდებულია 2020 წლამდე მთელი სასწავლო მასალა ციფრულადაც ხელმისაწვდომი გახადოს.


ტექნოლოგიების დადებითი როლი ყველასათვის გასაგებია. ინფორმაცია მუდმივად ახლდება, მისი მოძიებაც უფრო მარტივია ვიდრე ენციკლოპედიის ფურცვლა, თუმცა უკანასკნელმა კვლევებმა ნაკლოვანებებზეც მიანიშნა.


აღმოჩნდა, რომ ბავშვები და სტუდენტები ერთიდაიგივე ტექსტს უფრო სწრაფად მაშინ ითვისებენ, როცა მას ნაბეჭდ ფორმაში კითხულობენ. ეკრანი კი გარკვეულ შემაფერხებელ ფაქტორად მოქმედებს. 


სხვა სიახლეები