• Ƀ/$

საქართველოს მშპ 2017 წელს დაგეგმილზე 1.2-ჯერ მეტად გაიზარდა

30 იანვარი 13:35, 2018 წელი | ეკონომიკა

წინასწარი შეფასებით, მშპ-ს ზრდამ საქართველოში 2017 წელს 4.8% შეადგინა, რაც დაგეგმილს 0.8%-ით აღემატება. კვლევას საქსტატი აქვეყნებს.

2017 წლის დეკემბერში და ასევე, მეოთხე კვარტალში ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.7%-ით გაიზარდა.



დეკემბერში ზრდა აღინიშნებოდა: რესტორნებისა და სასტუმროების, დამუშავებული მრეწველობისა და უძრავი ქონებით განხორციელებულ ოპერაციების სფეროებში, კავშირგაბმულობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, ელექტროენერგიის წარმოება-განაწილებაში კი კლება.


წლის მანძილზე სამომხმარებლო ფასების ინდექსი 6.7%-ით გაიზარდა, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი კი 8.7%-ით.


2017 წელს ექსპორტის ზრდამ 29.1%, იმპორტის ზრდამ 9.4%, ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 13.8%.


2017 წლის დეკემბერში 3611 ახალი საწარმო დარეგისტრირდა რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3%-ით აღემატება


2017 წელს მთავრობას 4%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი


 


მსგავს თემაზე


საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაიზარდა


ელექტროენერგიის მოხმარება 7.7%-ით გაიზარდა


საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 1.23 მილიონით გაიზარდა


საქართველოს რკინიგზაზე მგზავრთნაკადი გაიზარდა


საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 7.5 მილიონს გადააჭარბა


სხვა სიახლეები