• Ƀ/$

ევროზონის ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა

30 იანვარი 17:34, 2018 წელი | ეკონომიკა

ევროზონის ეკონომიკა 2017 წელს 2.5%-ით გაიზარდა, რაც 2007 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. მშპ-ს უფრო მაღალი პროცენტული ტემპით ზრდა ბოლოს ეკონომიკურ კრიზისამდე 2006-2007 წლებში დაფიქსირდა.

ევროკავშირში სულ 28 წევრი სახელმწიფოა, მათგან ევროზონაში მხოლოდ 19. ევროკავშირისა და ევროზონის ეკონომიკური ზრდა, როგორც წესი ერთმანეთთან თანხვედრაშია მცირედი სხვაობით. ევროზონის გარეთ დარჩენილი ქვეყნების მშპ-ს ზრდა უფრო მაღალია, მაგრამ რადგან მათი ეკონომიკები მცირეა, ჯამურ ზრდაზე გავლენა შედარებით ნაკლებია.



ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას, ევროპის ცენტრალური ბანკის სწორ მონეტარულ პოლიტიკას უკავშირებენ. ასევე აღსანიშნავია მიგრანტების ტალღისა და ტერორისტული აქტების შემცირებაც.



კვარტალური ჩაშლით მესამე და მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა, როგორც ევროზონაში, ასევე მთელს ევროკავშირში.


ევროპაში იმედოვნებენ, რომ 2018 წელს ეკონომიკა 2.3%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2.1%-ს შეადგენს.


 


მსგავს თემაზე


საქართველოს მშპ 2017 წელს დაგეგმილზე 1.2-ჯერ მეტად გაიზარდა


სხვა სიახლეები