პრეზიდენტის განცხადებით მათ 2.4 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მოახერხეს. აფროამერიკელების და ქალთა უფლებადამცველების კრიტიკა კი საფუძველს მოკლებულია, რადგან უმუშევრობა აფროამერიკელებშიც და ქალებშიც მინიმუმამდეა დაყვანილი.
როგორც მოსალოდნელი იყო დონალდ ტრამპი თავის საგადასახადო რეფორმასაც შეეხო და მის მის დადებით მხარეებზე გააკეთა აქცენტი. APPLE აშშ-ში ბრუნდება, 350 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და 20 000 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. სააქციო ბაზრის კაპიტალი 8 ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რის მეშვეობითაც 3 მილიონმა ადამიანმა პირდაპირი სარგებელი ნახა. პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც მართალია, DOW JONES-ის, NASDAQ-ისა და S&P 500-ის ინდექსები ისტორიულ მაქსიმუმზეა.
ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკასაც შეეხო, აღნიშნა რომ 1.8 მილიონმა ადამიანმა რომლებიც შტატებში დაიბადნენ მოქალაქეობა უნდა მიიღონ, მაგრამ ამავე დროს აღნიშნული პრივილეგია სხვებისთვის უნდა გართულდეს. მექსიკის საზღვარზე კედელი უნდა აშენდეს. მწვანე ბარათის გათამაშების წესი შეიცვალოს და შტატებში მოხვედრა ლატარიის წესზე კი არა მსურველის განათლებზე, უნარებზე და შესაძლებლობებზე იყოს დამოკიდებული.
პრეზიდენტმა ჩინეთიდან და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეც ისაუბრა. მან კონგრესს გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის მოუწოდა. ტრამპს არც სირია გამორჩენია და „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონგრესის წინაშე ტრამპის გამოსვლას 40 მილიონი ამერიკელი ტელევიზიით ადევნებდა თვალყურს.
მსგავს თემაზე
ტრამპის 1 წელი, რა შეიცვალა აშშ-სა და მსოფლიოში?