რეგულაციები INSTAGRAM-ის ქსელზეც გავრცელდება, რომელიც FACEBOOK-ის საკუთრებაა.
ფეისბუქის ერთ-ერთი ტექნიკური დირექტორის რობ ლეტერნის განცხადებით, კომპანია ზრუნავს მომხმარებელზე და ცდილობს რეკლამების შემცირებას და იმ რეკლამების საერთოდ გაქრობას, რომელმაც შესაძლოა ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს და ფინანსურად აზარალოს.
გადაწყვეტილებამ კრიპტობაზარზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა და ციფრული ვალუტების ფასები მკვეთრად შეამცირა.
თუმცა ცუკერბერგის აკრძალვის მიზეზი შეიძლება მომხმარებლის რისკებისგან დაზღვევას საერთოდ არ უკავშირდებოდეს. რამდენიმე კვირის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფეისბუქის შემქმნელი საკუთარი კრიპტოვალუტის FACECOIN-ის შექმნას აპირებდა. ასეთ შემთხვევაში კი ცხადია ცუკერბერგს თავის ქსელში კონკურენტების დომინირება არ აწყობს.
FACEBOOK-ამდე ბიტკოინს საგადახდო მხარდაჭერა MICROSOFT_მაც შეუჩერა, რამაც ბიტკოინის ფასზე ასევე უარყოფითი გავლენა იქონია.
მსგავს თემაზე
ცუკერბერგი კრიპტოვალუტას FACECOIN ქმნის
ცუკერბერგს ფეისბუქის შეცვლა ძვირი დაუჯდა
ცუკერბერგის ახალი ინიციატივა ინფორმაციის სანდოობის განსაზღვრას ეხება