• Ƀ/$

ბლოკჩეინი ბანკებს ანგრევს

1 თებერვალი 11:54, 2018 წელი | ანალიტიკა

უკანასკნელი ბანკი იხურება და მისი კუთხე მუზეუმში იხსნება. ეს კოშმარული მომავალი არაა, საგანგაშო არაფერია, კომუნიზმიც არ გაბატონებულა პლანეტაზე. უბრალოდ 20XX წლისთვის ტექნოლოგიებმა გაიმარჯვეს. 

ბანკი, თანამედროვეობასთან მიახლოებული სახით 1407 წელს გენუაში გაიხსნა. თუმცა, საკრედიტო დაწესებულებები, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ბევრად ადრე, ბაბილონშიც კი არსებობდა. ბანკების მსგავსი ინსტიტუტები ანტიკურ საბერძნეთსა და რომსაც გააჩნდათ. გარკვეულ შენობაში, ძირითადად ტაძრებში ადამიანებს მიჰქონდათ ძვირფასეულობა შესანახად. მათ სარგებელი არ ერიცხებოდათ, პირიქით, იქით იხდიდნენ ქონების შენახვისთვის გარკვეულ საფასურს. ასებობს ვარაუდი, რომ 2374 წლის წინ ჰეროსტრატემ არტემიდას ტაძარი ისტორიაში შესასვლელად კი არა ნაძარცვის კვალის დასაფარად გადაწვა. ანტიკურ ეპოქაში და შემდგომ შუა საუკუნეებშიც ქონების შენახვის გარდა თანხის გასესხებაც ხდებოდა. ის, ვინც ვერ შეძლებდა ვალის გადახდას, მძიმე მდგომარეობაში ვარდებოდა, პირად ქონებას სრულად კარგავდა, ხშირად საკუთარ თავისუფლებასაც და ზოგჯერ ოჯახის წევრებიც მონებად იყიდებოდნენ.


იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებში ბანკირები: პერუზები, მედიჩები და სხვა ცნობილი გვარის წარმომადგენლები უდიდისი გავლენით სარგებლობდნენ და მეფეებზეც ხშირად მოუხდენიათ გავლენა.


საკრედიტო ორგანიზაციები საქართველოშიც არსებობდა, თუმცა პირველი სათავადაზნაორო ბანკი 1874 წელს ილია ჭავჭავაძემ დააფუძნა (ამჟამად შენობა ეროვნული ბიბლიოთეკის II კორპუსს წარმოადგენს). დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იყო საბანკო საქმიანობის განვითარების მცდელობა, რაც სხვა ყველაფერთან ერთად "წითლებმა" დაასამარეს. დამოუკიდებლობის ხელახალი აღდგენის შემდეგ კი საბანკო სფერო ის ერთ-ერთი გამონაკლისი გახდა, რომელიც წარმატებით განვითარდა. დღეს მიმდინარე ანგარიშების, მოთხოვნამდე და ვადიანი ანაბრების ჯამი 20 მილიარდ ლარს აღწევს, რაც ქვეყნის მშპ-ს ნახევარზე მეტია, ეს მაღალი ნდობის გამომხატველია.



დღეს მსოფლიოში რამდენიმე ათასი ბანკია, მთაგან 20-ზე მეტის აქტივები 1 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება. ყველაზე დიდია ჩინური Industrial and Commercial Bank of China – 3.47 ტრილიონი დოლარის აქტივებით. მას მიყოლებით კიდევ 2 ჩინური ბანკი მისდევს. #1 იაპონური ბანკი Mitsubishi UFJ Financial Group 2.6 ტრილიონ აქტივებს სჯერდება. ამერიკული JPMorgan 2.5 ტრილიონს, ბრიტანული HSBC 2.4-ს, გერრმანული Deutsche bank კი 1.7 ტრილიონს.



მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური საკუმუნიკაციო სისტემა SWIFT 200-მდე ქვეყანაში 11 000-მდე ფინანსურ ინსტიტუტს აერთიანებს, დღეღამის განმავლობაში 15 მილიონ ტრანზაქციას ამუშავებს, რომელთა ჯემური მოცულობა 5-6 ტრილიონ დოლარს აღემატება.


მთელი მსიფლიოს მასშტაბით, ბანკები ფიზიკურ პირებს სამომხმარებლო მიზნებისთვის, ავტომობილის ან ბინის შესაძენად, ბიზნესის წამოსაწყებად... რამდენიმე ტრილიონი დოლარით აკრედიტებს, მთგან კი თავისუფალ სხსრებს იზიდავს და საპროცენტო სარგებელს უხდის. ბიზნესს გაფართოებაში ეხმარება...


ასეთი მრავალფუნქციური და მნიშვნელოვანი ინსტიტუტის გაქრობა, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია, მაგრამ, მხოლოდ ერთი შეხედვით. თავის დროზე ძნელი დასაჯერებელი იყო სამგზავრო იალქნიანი გემების, სამგზავრო ეტლებისა თუ ლენტიანი ფოტოაპარატების გაქრობა. გადამწერებისა და ბუხრის მწმენდავებისთვისაც სამუშაო ყოველთვის მოიძებნებოდა. ამჟამინდელი ვითარება კი სულ სხვაა. საოპერაციო ნაწილში ბანკის მოდერნიზაციაში ეჭვი აღარავის ეპარება. მოლარე-ოპერატორზე უფო იაფად, სწრაფად და მოსახერხებლად იმავე საქმეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ინტერნეტბანკი აკეთებს. რიგში დგომა, საღამოს 6 საათამდე მოსწრება, საბუთების შეგროვება საჭირო აღარ არის. მაგრამ ეს მხოლოდ ბაკებისთვის სასარგებლო კოსმეტიკურ ცვლილებად შეიძლება განვიხილოთ. მომხმარებელიც ისევ იყენებს ბანკს, უბრალოდ ფორმა შეცვლილი და გამარტივებულია.


პოზიციების რყევა გადარიცხვების ნაწილშიც იწყება. საერთაშორისო საბანკო გადარიცხვა ნამდვილად სჯობს ჩემოდნით ფულის ტარებას. უფრო უსაფრთხოა და სწრაფი, მაგრამ ეს სისწრაფეც რამდენიმე დღეს ნიშნავს. თან საკმაოდ ძვირია. ბლოკჩეინ ტექნოლოგიები იმავე ოპერაციას 1 საათში, რამდენიმე წუთში, ან სულაც რამდენიმე წამში აკეთებს. კრიპტოვალუტით გადარიცხვის საკომისიო უფრო დაბალიცაა. ზოგიერთი მსხვილი ბანკი ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს და რიპლს თავად იყენებს გადარიცხვისთვის. ეს უფრო გარდამავალი ეტაპია. სავაჭრო ობიექტებში ბარათით გადახდა ძალიან მოსახერხებელია. მცირე თანხაზე პინ კოდის საჭიროებაც არ არის. არც კლიენტს და არც მოლარეს ხურდის დათვლა აღარ უწევს. ბანკი 1.5-2.5 პროცენტ საკომისიოს აჭრის, მაგრამ გამარტივებული მომსახურება, საინკასაციო ხარჯის დაზოგვა, უსაფრთხოება ამად ღირს, თუმცა თუ ის 1.5%-იც შემცირდება, მასზე უარს ალბათ არავინ იტყვის.


მაგრამ რჩება კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება – ეკონომიკის დაკრედიტება. განვითარებულ ქვეყნებშიც კი ბანკები და ბირჟები თანაარსებობენ. განვითარებადში ბანკს მოპოპოლია აქვს გამოცხადებული. 2 ადამიანს შორის შუამავლის გარეშე ფინანსური გარიგებები ადრეც იდებოდა და ახლაც იდება, მაგრამ ნდობის ფაქტორიდან, უფრო სწორედ მისი არარსებობიდან გამომდინარე, ასეთი 2 ადამიანი ერთმანეთს კარგად უნდა იცნობდეს, რაც პოტენციურ გამსესეხებელთა წრეს კატასტროფულად ავიწროებს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიები ადამიანებს მისცემს საშუალებას, გადახედოს დასაფინანსებელი პიროვნების გაუყალბებელ ბიზნეს ისტორიას, რომელიც ხელმისავდომი იქნება ყველასათვის, თუ ამას დაფინანსების მოსურნე მოინდომებს. შედეგად, თუ საქართველოში ბიზნესმენს სჭირდება პირობითად 1 000 000 დოლარის ეკვივალენტი თანხა, მას შეეძლება სრულიად უცხო პირებისგან მოიძიოს ის ახალი ზელანდიიდან, არგენტინიდან და ირლანდიიდან. გამსესხებელი ფინანსურ რისკს გაიღებს, მსესხებელი რეპუტაციისას, მას ეცოდინება, რომ თანხის არ დაბრუნების შემთხვევაში სხვა დროს აღარავინ ასესხებს. თაღლითობის ფაქტებს ისევ სასამრთლო აღუდგება წინ.


გარკვეული გადაწყობა საფონდო ბირჟებსაც მოუწევთ. აქციების, ობლიგაციებისა და ფიუჩერსების შეძენა ბროკერების გარეშე მარტივად გახდება შესაძლებელი.



საქართველოში ბანკების მოგებამ 2017 წელს 270 მილიონი ლარი შეადგინა. ამას დამატებული გადასახადები, სახელფასო და სხვა ხარჯები მილიარდ ლარს სცილდება. მომავალში ეს თანხა რეალურ ეკონომიკაში დარჩება.


ბანკები ვერ გაქრება ვერც 1 წელიწადში, ვერც 10-ში და შეიძლება ვერც 20-ში. ე.წ. ფრონტ ოფისი უკანასკნელ დღეებს ითვლის. კომუნალური გადასახადები და ჯარიმები, თანხის შეტანა-გამოტანა, გადარიცხვა... ყველაფერი ინტერნეტ-ბანკით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატითა და ბანკომატითაა შესაძლებელი. ინტერნეტმომხმარებლისა და სმარტფონების მფობელთა რიცხვი სისტემატურად იზრდება. საოპერაციო განყოფილების საჭიროება უბრალოდ აღარ არსებობს.


საერთაშორისო გადარიცხვებში ბაკები წინააღმდეგობის გაწევას შეეცდებიან, ისინი თავად დანერგავენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, წლების წინ მობილურმა ოპერატორებმა ინტერნეტი მიიღეს და WI-FI-ზე წვდომაც დაუშვეს. ტელევიზორის მწარმოებლებმაც ინტერნეტთან ომს მეგობრობა არჩიეს. ცვლილებებს ვერც ბანკები აუვლიან გვერდს.


ეკონომიკის დაკრედიტება საბოლოო პუნქტია. სიახლის მიღება ბევრს გაუჭირდება და კვლავ ბანკის ძვირიანი სერვისით სარგებლობა მოუნდება, მათი რაოდენობა რამდენად მისცემს ბანკს არსებობის შესაძლებლობას, ეს უკვე სახვა საკითხია.


რადიომ ბოლომდე ვერ განდევნა გაზეთი. ტელევიზორმა რადიო, კომპიუტერმა ტელევიზორი. შესაძლოა ბანკებიც შენარჩუნდნენ, ოღონდ მცირე მასშტსაბით, მცირე გავლენით და ციფრული ფორმით.


ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, M2B-ს მიმომხილველი.


სხვა სიახლეები