• Ƀ/$

Amazon-მა ოფისში $4 მლრდ გადაიხადა

1 თებერვალი 13:17, 2018 წელი | კომპანიები

სიეტლში ახალი სათავო ოფისის აშენება Amazon-ს 4 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ახალ ოფისს  სახელწოდებით „სფერო“ კომპანია შვიდი წლის განმავლობაში აშენებდა.

შენობა შუშის სამი სფეროსგან შედგება, მათგან ყველაზე დიდის სიმაღლე 27 მეტრია.


ოფისში, სადაც 800 ადამიანია დასაქმებული, 30 ქვეყნიდან ჩამოტანილი 40 ათასი სხვადასხვა სახეობის მცენარე ხარობს.


სპეციალური მიკროკლიმატი და 5 სართულად განლაგებული ტერასები Amazon-ის ოფისში განსაკუთრებულ სამუშაო გარემოს ქმნის.


სხვა სიახლეები