გორში მდებარე ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმში 2016 წლის დეკემბერში ჩაირთო. პროექტი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ განახორციელა. მისი დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია. სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 88 მილიონი კვტ/სთ. მშენებლობის ღირებულებამ $35 მლნ. შეადგინა, საიდანაც EBRD-მა სესხის სახით $25 მლნ გაიღო.
სადგური 2017 წელს საპროექტო სიმძლავრეზე გავიდა. სულ კი ჩართვის დღიდან 103.9 მილიონი კვტ/სთ გამოიმუშავა.
ეკონომიკურად მომგებიანი პოტენციალი კი ბევრად მეტია, 1500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე და 4 მილიარდი კვტ/სთ წლიური გამომუშავება.
მსგავს თემაზე
ქართლის ქარის ელექტროსადგური საპროექტო სიმძლავრეზე გავიდა
ელექტროენერგიის მოხმარება 7.7%-ით გაიზარდა
ჭარბი განახლებადი ენერგიის მიწოდებამ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი მინუსში გაიყვანა
ავსტრალიის მზის ელექტროსადგური 2 დღეში მილიონ დოლარიან მოგებაზე გავიდა