ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ალეკსეი მოისეევმა დღეს განუცხადა.
რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა დაბიულინა ხუთშაბათს აცხადებდა, რომ რეგულატორი ქვეყნის ტერიტორიაზე მაინინგის წარმოებას ეთანხმება, მაგრამ კრიპტოვალუტის გაცვლა ქვეყნის გარეთ უნდა განხორციელდეს, ამ პროცესისგან მომდინარე რისსკების გამო.
ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ კანონპროექტი რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ დეკემბრის ბოლოს მოამზადა, თუმცა დოკუმენტის ცენტრალურ ბანკთან შეთანხმება დღემდე ვერ ხერხდება.