• Ƀ/$

უახლოესი მომავლის შესაძლო საფრთხეები

2 თებერვალი 18:42, 2018 წელი | ანალიტიკა

10 წლის წინანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი უკვე დაძლეულია, თუმცა გარკვეული საფრთხეები კვლავ არსებობს, რომლებსაც პასუხის გაცემა სჭირდება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში 10 შესაძლო სცენარია განხილული.

1)      არასაკმარისი საკვები. კლიმატის ცვლილება მიწას ფიტავს, წარმოშობს გვალვებს, ქარიშხლებსა და წყალდიდობებს, სავარგულები ნადგურდება. საკვები რაოდენობრივად მცირდება, ფასი იზრდება რაც მას ნაკლებხელმისაწვდომს ხდის. დღესაც მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი შიმშილობს, ან არასრულფასოვნად იკვებება.



2)      ხელოვნური ინტელქტი. ტექნოლოგიები შესაძლებლობებთან ერთად თავის თავში გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს. ყველაზე დიდ გაურკვევლობას ხელოვნური ინტელექტი იწვევს,რომელიც ილონ მასკსა და სტივენ ჰოუკინგსაც აშფოთებთ. სამუშაო ადგილები დიდი სისწრაფით ქრება და ადამიანის ფუნქცია მცირდება.



3)      თავისუფალი ბაზრის დასასრული. ბრექსიტი და ტრამპის პროტექციონისტული შეხედულებები, რომელიც გლობალიზაციის საწინააღმდეგოდაა მიმართული, თანამედროვე ეკონომიკას ცვლის.



4)      დემოკრატიის კრიზისი. პოპულისტური იდეების გამარჯვებისა და ავტორიტარული რეჟიმების დამყარების რისკი იზრდება.



5)      თევზის გადაშენება. თევზის მოხმარება იზრდება. არალეგალური თევზჭერა კი, რომელშიც ბოლო პერიოდში უპილოტო გემებიც ჩართეს, ვერ კონტროლდება, რაც თევზის რაოდენობას მსოფლიო ოკეანეში დიდი სისწარფით ამცირებს. ბოლო პერიოდში  უკანონო საქმიანობაში მცირე ზომის უპილოტო გემებიც ჩართეს.



6)      ახალი ფინანსური კრიზისი. ახალი კრიზისი შესაძლოა უფრო მწვავე იყოს ვიდრე წინა, მისი დაძლევა კი უფრო მეტად გაჭირდეს, ფინასური სიტემის ნაწილმა კოლაფსი განიცადოს.



7)      უთანასწორობის ზრდა. ტექნოლოგიებს, ნოვაციებს, ეკონომიკური და არაეკონომიკური სარგებელი ბევრისთვის მოაქვთ, მაგრამ უფრო მეტს მოსახლეობის შეძლებული ფენა ღებულობს. უთანასწორობა კი იზრდება, რაც თავის მხრივ სოციალური უკმაყოფილების გაზრდასაც უწყობს ხელს.



8)      ბრძოლა წესების გარეშე. ეს არ იქნება ომი ტრადიციული იარაღით, ტანკებითა და თვითმფრინავებით, ომი კებერსივრცეში გადაინაცვლებს. ამ ომში მოულოდნეოლობა უფრო მეტი იქნება, რისთვისაც ბევრი სახელმწიფო მზად არაა.



9)      ეროვნული თვითგამორკვევა. დამოუკიდებლობის მოსურნეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. კატალონიას და ქურთებით დასახლებულ რეგიონს მიმბაძველები გამოუჩნდეს, რაც არასტაბილურობისა და ძალადობის რისკებს ზრდის.



10)  კიბერშეტევები. სახელმწიფოებსა და კომპანიებს კიბერუსაფრთხოებაზე მეტი ხარჯის გაღება და „თავდაცვის კედლის“ აგება მოუწევთ.



საქმე საგანგაშოდ არ არის. ზემოთ ჩამოთვლილი რისკები მხოლოდ ალბათურია, რომელთა მეტნაკლებად გაუვნებელყოფა  შესაძლებელია.


 


მსგავს თემაზე


2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი I)


2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი II)


FINANCICAL TIME-ს პროგნოზები 2018 წლისთვის


სხვა სიახლეები