• Ƀ/$

IV ინდუსტრიული რევოლუცია - ისტორიული შანსი საქართველოსთვის

3 თებერვალი 15:48, 2018 წელი | ანალიტიკა

ცივილიზაციის არსებობის 6000 წლის მანძილზე, სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებობები მუდმივად იცვლებოდა, რასაც საგარეო ფაქტორებთან ერთად უფრო მნიშვნელოვანი საშინაო ფაქტორები განაპირობებდა. 

შუმერების სამეფო, ძველი ეგვიპტე, ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები, რომის იმპერია, სპარსეთი, ბიზანტია, ოსმალეთი, მონღოლეთი, ბრიტანეთი, აშშ, სსრკ... ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თავის დროზე მსოფლიოს დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. მათი დიდი ნაწილი აღარ არსებობს.


XX საუკუნის მეორე ნახევრამდე, სამხედრო ძლევამოსილების გარეშე, ეკონომიკური სიძლიერე ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო, თუ არ ჩავთვლით შვეიცარიას და რამდენიმე მცირე გამონაკლისს.


ყველაფერს, მათ შორის სახელმწიფოების ეკონომიკურ განვითარებასაც თავისი მიზეზი აქვს. მხედრული სული, მამაცი და გონიერი სტრატეგი სარდალი ბევრს ნიშნავს. საქართველოსაც და სხვა ქვეყანასაც თავისზე რიცხობრივად ბევრად მეტი და უკეთ შეიარაღებული მტერი არაერთხელ დაუმარცხებია, თუმცა ზღვრები აქაც არსებობს. ომში იმარჯვებდა ის, ვისაც უკეთესი შეიარაღება ჰქონდა, უკეთ ნაწრთობი ხმალი, უკეთესი მუზარადი, საკვებით მომარაგების უკეთესი სისტემა. შუმერებს ჰქონდათ საირიგაციო სისტემა, შექმნეს დამწერლობა. დაახლოებით იგივე მოხდა ეგვიპტეშიც. რომაელებმა სამხედრო ხელოვნება ახალ სიმაღლეზე აიყვანეს. დაცემა კი ყოველთვის მაშინ იწყებოდა, როცა განვითარება წყდებოდა.


ინდუსტრიულ ეპოქამდე ესპანეთი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო, ტერიტორიულად დიდი, ძლიერი სამხედრო ფლოტით, რომელიც უცხო მიწების დასალაშქრად ექსპედიციებს აგზავნიდა. დღესაც მთელი ლათინური ამერიკა, ბრაზილიის გარდა ესპანურად საუბრობს, მაგრამ მას მალე განვითარებაში ბრიტანეთმა და პატარა ნიდერლანდებმა აჯობა.


XVIII საუკუნის მეორე ნახევარში I ინდუსტრიული რევოლუცია იწყება. იმ დროიდან დღემდე, კაცობრიობამ შექმნა ბევრად მეტი, ვიდრე იქამდე 10 000 წლის განმავლობაში. ზუსტად იმავე პერიოდს ემთხვევა მოსახელობის რაოდენობის გეომეტრიული პროგრესიით ზრდის დაწყება. 200 მილიონიდან მოსახლეობის 1 მილიარდამდე ზრდას 1800 წელი დასჭირდა. 1-დან 5 მილიარდამდე კი 180 წელი. იმავე პერიოდში რეკორდულად გაიზარდა ადამიანის შემოსავალი. უკიდურესი სიღარიბის პროცენტული მაჩვენებელი კი 4-ჯერ შემცირდა.


  


ამ ყველაფრის მიზეზი სწორედ ინდუსტრიული რევოლუცია გახდა, რომელსაც წინ აღორძინების პერიოდი და განმანათლებლობა უძღოდა. ხელით შრომა მანქანამ ჩაანაცვლა, რამაც პროდუქციის წარმოების სიჩქარე გაზარდა და დანახარჯი შეამცირა. მას მოჰყვა მძიმე მრეწველობა, ორთქლისძრავიანი გემისა და ორთქმავლის გამოგონება. ინგლისი რევოლუციას ედგა სათავეში და მსოფლიო მასშტაბითაც უძლიერესი იმპერიის სტატუსით სარგებლობდა. ინგლისს ევროპის სხვა ქვეყნები და შეერთებული შტატები მიჰყვებოდნენ, რაც მათ მზარდ ეკონომიკას განაპირობებდა.


 XIX საუკუნის დამლევს და XX სუკუნის დამდგეს II ინდუსტრიული რევოლუცია იწყება, ელექტროონის განვითარებამ და კონვეიერულმა წარმოებამ პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა. შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთს პირველობა ჩამოართვა. მოგვიანებით მსოფლიო ბატონობის პრეტენზია გერმანიასა და საბჭოთა კავშირსაც გაუჩნდათ. ერთია ამ 2 სახელმწიფოს მოქმედების მეთოდები და მათი მორალური მხარე და მეორეა ის, რომ ომში დამარცხებულმა და სამარცხვინო ზავაკიდებულმა გერმანიამ ჰიპერინფლაციის შემდეგ უმოკლეს დროში მთელი ევროპის დაპყრობა მოახერხა ბრიტანეთის გამოკლებით. აგრარულმა ჩამორჩენილმა რუსეთის იმპერიამ კი ზესახელმწიფოს სტატუსი მოიპოვა.


70-იან წლებში პერსონალური კომპიუტერების წარმოებით III ინდუსტრიული რევოლუციაც იწყება. პირველად ისტორიაში ეკონომიკურად ვითარდებიან ის ქვყნები, რომელთა არსებობა დასავლურ სამყაროში ბევრს არც სმენოდა. დგება პრეცედენტი, როდესაც ეკონომიკური განვითარება პოლიტიკური ამბიციების გარეშეც, აზიაშიც მიიღწევა. 1965 წელს საშუალო კორეელის შემოსავალი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 1997 წელს საშუალო ქართველის. იმ დროს როცა 8 ლარიანი პენსიაც კი იყინებოდა. კორეას ტრადიციული დარგის, ბრინჯის წარმოების განვითარებას ურჩევდნენ. კორეამ რჩევა არ გაითვალისწინა და დღეს მსოფლიოს აქვს SAMUSNG, LG, HYNDAI, KIA... ტაივანი ოფიციალურად დამოუკიდებელიც კი არ არის, მაგრამ შემოსავლებით 1 სულ მოსხლეზე (PPP დათვლით) საფრანგეთსა და ბრიტანეთს უსწრებს.



დღეს ჩვენს თვალწინ ახალი რეალობა ყალიბდება. IV ნდუსტრიული რევოლუცია, უკვე დაწყებულია და აქტიურად 20-იან წლებში გაგრძელდება. საქართველოს კი მომენტის გამოყენებისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ისტორიული შანსი უჩნდება.


5G ინტერნეტი, 4G-ის ბევრად აღემატება. ქსელის აღჭურვა საკამოდ ძვირია, რასაც ლიცენზიის საფასური 50 მილიონი ლარიც ემატება. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო იმ მობილურ ოპერატორს, რომელიც ქსელის ინფრასტრუქტურას ყველაზე სწარაფად განავითარებს ლიცენზიას 1 ლარად გადასცემს, ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დააკლდება, მაგრამ ეკონომიკას, ინვესტიციების სახით რამდენიმე ასეული მილონი დოლარი დაემატება, იმ ფონზე თუ ქვეყანა რეგიონში პირველი იქნება. საგნების ინტერნეტი, რომლის მეშვეობითაც სახლში მაციცრის შემოწმება ან კონდიციონერის ჩართვა აპლიკაციის მეშვეობით სხვა კონტინეტიდან 5G-ის ამოქმედების შემდეგ მასიური მოხმარების სფერო გახდება.


რევოლუცია 5G-ით არც იწყება და არც მთავრდება. 3D პრინტერი, სადაც უკვე სახლების, ავტომობილებისა და თვითმფრინავის ძრავების, ადამიანის სხეულის ტრანსპლანტანტების ბეჭვდაა შესაძლებელი, იმაზე იაფად, ვიდრე ტრადიციული მეთოდით. დრონები, რომლებიც ვიდეო გადაღების, ამანათების გაგზავნის, სადაზვერო და საბრძოლო მიზნითაც კი გამიყენება. ნანოტექნოლოგიები, რომელსაც მალე პიკოტექნოლოგიები ჩაანაცვლებს. მცირე ზომის გარდა, ნივთიერებები თვისებებსაც იცვლიან. საიმედოობა. წარმადობა და მარგი ქმედების კოეფიციენტი კი სისტემატურად იზრდება. უპილოტო ელექტრომობილები, რომლებიც მგზავრობასა და გადაზიდვებს მალე მნიშვნელოვნად გააიაფებს. ასევე, რევოლუციის თანმდევი პროცესი იქნება, ხელოვნური ინტელქტი, ვირტუალური რეალობა, ჰოლოგრამული გამოსახულება, ქარის მზის და სხვა ალტერნატიული ენერგიის უკეთ გამოყენება და რა თქმა უნდა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები. ზუსტი, სწრაფი, მოსახერხებელი და სანდო მონაცემთა უზარმაზარი, დეცენტრალიზებული ბაზა. რომელიც გააადვილებს დაფინანსების მოძიებას. კრიპტოვალუტა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გამოვლინებაა. მართალია დღეს სახელმწიფოები ფულის ემისიაზე და შემდგომ მის კონტროლზე მონოპოლიის დაკარგვას აქტიურად ეწინააღმდეგებიან, მაგრამ დიდი ალბათობით ეს წინააღმდეგობა მხოლოდ დროებითი მოვლენაა.


საქართველოს ცოდნა და გამოცდილება ტექნოლოგიბში არ გააჩნია, მაგრამ არ არ გააჩნდა კორეასაც. არც ესტონეთს გააჩნდა, სადაც SKYPE გამოიგონეს. კორეის ეკონომიკა 60-იანი წლებიდან  XX სუკუნის ბოლომდე 10%-ზე მაღალი ტემპით იზრდებოდა. ზოგ შემთხვევაში კი აჭარბებდა კიდეც. 1968 წელი 14.5%, 1973 წელი 14.8%, 13%-იან ზღავრს კიდევ 2-ჯერ გადააჭარბა. საქართველოს ამჟამინდელი მშპ 1 სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის მიხედვით 10 000 დოლარია, ასეულს მიღმაა და რეიტინგში ნამიბიასა და დომენიკას ჩამორჩება. საშუალო 10%-იანი ზრდის შემთხვევაში, რაც შეძლებადია 2040 წელს GDP PER CAPITA PPP 89 500 დოლარს მიაღწევს, უფრო მეტს ვიდრე დღეს აქვს შვიცარიას, ნორვეგიას, ირლანდიას, ქუვეითსა და ემირატებს. ევროპის მაღალგანვითარებული ქვეყნები, ისეთები როგორებიც არიან: გერმანია, ავსტრია, დანია, ისლანდია, ნიდერლანდები მშპ 50 000-ს აღწევს, ეკონომიკის წლიური ზრდა 2%-ს. შანსი რომ მათ საქართველო 20 წელიწადში დაწეიოს სავსებით რეალურია. იმავე კორეას 1960 წელს სიმდიდრით კამერუნი, განა, ბელიზი, კონგო და ნიკარაგუა უსწრებდა. დღეს კი კორეა კამერუნზე 17-ჯერ მდიდარია, განაზე 15-ჯერ, ნიკარაუაზე 13-ჯერ.



პატარა სახელმწიფოებს 1 დიდი უპირატესობა გააჩნიათ, ტრანსფორმაცია ბევრად ადვილია. საქართველოს რამდენიმე ნაბიჯი უკვე აქვს წინ გადადგული. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონება უკვე ბლოკჩეინ ტექნოლოგიებითაც დაცულია. მცირე თანხის დამატების შემთხვევაში, საჭირო საბუთების მიღება 1 დღეში ხდება შესაძლებელი. სტარტი კარგია, ახლა საჭირო უკეთესი გაგრძელებაა.


თავის თავში დარწმუნებულობამ და ნოვაციის მიუღებლობამ შუმერული სახელმწიფოები და ძველი ეგვიპტე გაანადგურა. იგივე მიდგომამ ჩვენს დროში KODAK და NOKIA თითქმის სრულიად გააძევა ბაზრიდან. მათ ადგილს კი ახალი კომპანიები და ახალი სახელმწიფოები იკავებდნენ. კომპანიებისა და სახელმწიფოების წარმოშობამდე ბევრად ადრე, ათეულ ათასი წლით ადრე, 2 ფეხზე მოსიარულე ჰუმანოიდი უდიდესმა ნოვაციამ-ცეცხლის დამორჩილებამ ადამიანად აქცია და პლანეტაზე გააბატონა. ცოდნა და ინოვაცია განსაზღვრავდა კაცობრიობის ბედს ათასწლეულობის წინ. ცოდნა და ინოვაცია განსაზღვრავს კაცობრიობის ბედს ათესწლეულების შემდეგაც.


ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, M2B-ს მიმომხილველი.


 


მსგავს თემაზე


ბლოკჩეინი ბანკებს ანგრევს


2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი I)


2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი II)


სხვა სიახლეები