• Ƀ/$

SPACE X მორიგი წარმატების მოლოდინში

3 თებერვალი 19:53, 2018 წელი | კომპანიები

SPACE X-ის რაკეტის მორიგი გაშვება, რომელიც შემდეგ კვირასაა დაგეგმილი, კოსმონავტიკას ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

აღნიშნული მისია, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს კომპანიის ისტორიაში. FALKON HEAVY-მ ღია კოსმოსში მძიმე ტვირთი უნდა გაიტანოს. იმაზე მეტი რაც კი აქამდე ოდესმე რომელიმე კოსმოსურ ხომალდს უტვირთვია. წარმატების შემთხვევაში NASA-სთან თანამშრომლობის გაღრმავება თითქმის გარანტირებულია.


რაკეტის ტვირთამწეობა 63.5 ტონაა, კოსმოსურ ხომალდს 27 ძრავი 3 ნაწილად აქვს განლაგებული.


ტრამპის წინასაარჩეცნო სლოგანი „გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული“ ბევრ სფეროს, მათ შორის კოსმონავტიკასაც მოიცავს. პრეზიდენტს 2022 წლამდე, ადამიანის მთვარეზე დაბრუნება სურს. დედამიწის თანამგზავრზე უკანასკნელი პილოტირებული მისია 1972 წელს განხორციელდა. ტრამპის სურვილი შესაძლოა NASA-ს მაგივრად SPACE X-მა შეასრულოს, თუმცა ყველაზე რეალური მათი ურთიერთთანამშრომლობაა.


კოსმოსის კვლევაში ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება მისი სიძვირეა. აპოლოს 6 პილოტირებული მისია და იქამდე მოსამზადებელი სამუშაოები დღევანდელი კურსით $200 მლრდ. დაჯდა. ასეთმა დანახარჯმა ფრენების გაგრძელებაზე ვაშინგტონსაც კი ააღებინა ხელი. რეალური მიზანი, საბჭოთა კავშირზე უპირატესობის მოპოვება, რაც ბაზ ოლდრინმა აღიარა კიდეც, უკვე მიღწეული იყო. თუმცა ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით დანახარჯი დიდი სისწრაფით კლებულობს.


NASA - აერონავიგაციისა და კოსმოსური კვლევების სააგენტო, 1958 წელს დაარსდა. არსებობის მანძილზე მან რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: მთავრეზე პილოტირებული მისია განახორციელა, შექმნა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი „შატლი,“ კოსმოსში გაუშვა ტელესკოპი „ჰაბლი“ რომლის გამოგზავნილი სურათების ხარისხი ბევრად მაღალი იყო, დედამიწიდან გადაღებულთან შედარებით. მთვარეზე მისიის გაგზავნისას ნასას ბიუჯეტი ფედერალური ბიუჯეტის 4.5%-ს აღწევდა, შემდეგ ნელ-ნელა 1%-მდე შემცირდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი 0.5%-ს ჩამოსცდა.


SPACE X 2002 წელს დაარსდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი გეგმები ბერად უფრო ამბიციურია. ილონ მასკს, მარსის კოლონიზაცია და იაფი კოსმოსური ტურები აქვს დაგეგმილი. კოსმოსში ტურისტად ხანგძილივი შემოწმების შემდეგ სულ რამდენიმე პირი გავიდა და ამისთვის მათ 20 მილიონი დოლარის გაღება მოუწიათ. მასკი ფასის 1000-ჯერ შემცირებას გეგმავს.


 


მსგავს თემაზე


SPACEX-ის მორიგი წარმატება


ილონ მასკი მარსზე TESLA–ს გაგზავნას გეგმავს


ილონ მასკმა ცეცხლმტყორცნების გაყიდვა დაიწყო


სხვა სიახლეები