• Ƀ/$

„თხევადი ბიოპსია“ – დიდი ნახტომი კიბოს დიაგნოსტიკაში

4 თებერვალი 11:24, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მკვლევარებმა კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით უდიდესი ნაბიჯი გადადგეს: სისხლის ანალიზი, რომლის მეშვეობითაც სიმსივნის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენაა შესაძლებელი.

ახალი ტესტი, რომელიც დნმ–ისა და ცილების დონეზე იკვლევს კიბოს, შედეგიანი აღმოჩნდა 1000 პაციენტის 70%–ის შემთხვევაში, რომელთაც სიმსივნე ჯერ არ ჰქონდათ გავრცელებული. ამ ახალი მიდგომით, მანამდე არსებულ მეთოდოლოგიებისგან განსხვავებით, კონკრეტული ტიპის სიმსივნეების დადგენაა შესაძლებელი.


Science–ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ამ რევოლუციური მეთოდოლოგიით სიმსივნის აღმოჩენა ადამიანის ორგანიზმში მანამდეა შესაძლებელი, ვიდრე რაიმე სახის სიმპტომი გამოვლინდება. ასეთ ეტაპზე კი კიბოს მკურნალობა აბსოლუტურ შედეგს იძლევა.


ამ პერსპექტივით მეცნიერთა სხვა ჯგუფებიც დაინტერესდნენ და ამ მიმართულებით მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება გადაამისამართეს.


კვლევის დადებითი შედეგები წყალობით ამ დარგის ლიდერებად მისი ავტორების ჯგუფი მოიაზრება აშშ–ის მერილენდის შტატის ჯონ ჰოპკინგის უნივერსიტეტიდან. ესენი არიან ნიკოლას პაპადოპულოსი, ბერტ ფოგელშტეინი და სხვები.


„მთავარია, დნმ–ის დაკავშირება ცილებთან“, – აცხადებს კიბოს მკვლევარი ალბერტო ბარდელი, იტალიის ტურინის უნივერსიტეტის თანამშრომელი. მას ზემოხსენებულ კვლევებში მონაწილეობა არ მიუღია.


გენეტიკური მუტაცია კიბოს უჯრედების გამრავლებას იწვევს, ხოლო მომაკვდავი უჯრედებიდან მუტანტური დნმ–ის სისხლში გაფრქვევა ხდება. ჯონ ჰოპკინსის მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ე.წ. თხევადი ბიოფსიის შედეგად შეიძლება იმის გარკვევა, მოახდენს თუ არა პაციენტის სიმსივნე ამათუიმ პრეპარატზე რეაგირებას.


მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტესტში მეტი გენის დამატებით კიბოს უჯრედების აღმოჩენის სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათ გადაწყვიტეს იმ 16 გენის გამოკვლევა, რომლებიც ყველაზე ხშირად განიცდიან სიმსივნურ მუტაციას. შემდეგ მათ ყველაზე ცილების ბიომარკერების 8 ყველაზე გავრცელებული ტიპი დაამატეს ტესტს, რომლებიც კიბოს კონკრეტულ ტიპებს ახასიათებს. ამან ტესტის მგრძნობელობა გაზარდა და მკვლევარები კიბოს ქსოვილოვან ტიპამდე მიიყვანა.


1005 პაციენტის 8 ტიპის კიბოზე (რომლებიც ჯერ არ იყო მეტასტაზირებული) გამოკვლევის შედეგად, ტესტმა 33–98%–ის შემთხვევაში მოახდინა დაავადების გამოვლენა, კიბოს ტიპების შესაბამისად. მგრძნობელობამ 69% შეადგინა, რაც გაცილებით მაღალია საკვერცხეების, ღვიძლის, კუჭის, პანკრეასის და საყლაპავის კიბოების ნაადრევ სტადიაზე გამოვლენის მაჩვენებელს აღემატება.


ტესტის შედეგად, წინასწარი მონაცემებით ჯანმრთელ 812 პაციენტიდან შვიდს, ანუ 1%–ზე ნაკლებს გამოუვლინდა სიმსივნური პათოლოგია. სახელწოდებით CancerSEEK ტესტმა პაციენტების 80%–ის შემთხვევაში კიბოს წარმოშობის ადგილები ორ შესაძლო ლოკაციამდე შეავიწროვა. ამ ტიპის ტესტის ღირებულება 500 აშშ დოლარს შეადგენს. „ეს საკმაოდ მიმზიდველი ფასია, – ამბობს მოლეკულარული პათოლოგანატომი ანირბან მაიტრა ტეხასის შტატიდან. – ვინაიდან ის მანამდე არსებული სიმსივნის სკრინინგის ტესტების ღირებულებას უტოლდება, როგორიცაა თუნდაც კოლონოსკოპია“.


თუმცა, მეიტრა და სხვა მკვლევარები ამბობენ, რომ ტესტის შედეგებში გამოყენებული კიბოსთან დაკავშირებული ცილები ქსოვილის დაზიანებას გამოხატავენ და მსგავსი დაზიანებები შეიძლება ისეთი ანთებითი დაავადებების შემთხვევაშიც შეიძლება აღენიშნებოდეს პაციენტებს, როგორიცაა ართრიტი. ამდენად, მცდარი დიაგნოზის მაჩვენებელი შეიძლება 1%–ზე ბევრად მეტი იყოს. მათივე აზრით, ტესტმა პირველი სტადიის კიბოს ადრეული ეტაპის შემთხვევების მხოლოდ 43% გამოავლინა. „ჯერ კიდევ არ ვართ იქ...“, – ამბობს ბარდელი.


ჯონ ჰოპკინსის მკვლევართა გუნდი მიიჩნევს, რომ CancerSEEK მზადაა ტესტირებისთვის, როგორც კიბოს სკრინინგის ინსტრუმენტი. „არ არის აუცილებელი, ტესტი იყოს იდეალური იმისათვის, რომ იყოს სასარგებლო“, – აცხადებს პაპადოპულოსი.


მკვლევარები „თხევადი ბიოპსიის“ მეთოდის ტესტრირებას უახლოესი წლების განმავლობაშიც გააგრძელებენ, რომლის ფარგლებშიც 50 000 ქალს გამოიკვლევენ. პროექტის მომდევნო ეტაპის ღირებულება 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მას კერძო ინვესტორი აფინანსებს.



მსგავს თემაზე:


ყოველწლიურად მსოფლიოში კიბოთი 14 მილიონი კაცი ავადდება და 8 200 000 კვდება!


სხვა სიახლეები