ბიტკოინის ღირებულება 7500 დოლარსაც ჩამოსცდა და ვარდნას განაგრძობს, ასეთი დაბალი ფასი 15 ნოემბრის შემდეგ აღარ ყოფილა. ბიტკოინს კვალდაკვალ მიჰვა ყველა სხვა დანარჩენი ვალუტა. ბიტკოინ ქეში 1000 დოლარს ჩამოსცდა, რიპლი 75 ცენტს, ეთერიუმი 800 დოლარს.
ვალუტების უმრავლესობა 1 დღეში მინიმუმ 10 და 1 კვირაში მინიმუმ 35 პროცენტითაა შემცირებული. ჯამური კაპიტალიზაცია 350 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა.