• Ƀ/$

Volkswagen-ის სკანდალმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც აზარალა

6 თებერვალი 11:00, 2018 წელი | კომპანიები

უდიდესი გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen, ბოლო წლებში რამდენიმე სერიოზულ სკანდალში გაეხვია, რომელიც ძირითადად ინფორმაციის დამალვასა და მონაცემების გაყალბებას ეხებოდა.

ყოფილის საბჭოთა ბანაკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპი, დასავლეთ ევროპის ქვეყნების ზრდის ტემპს აღემატება. წინასწარი შეფასებით, პოლონეთის ეკონომიკა 2017 წელს 4.6%-ით გაიზარდა. მას ჩეხეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი მისდევს. ხელფასები კი შრომის ბაზარზე პოლონეთში, ბოლო 10 წლის მანძილზე საშუალოდ 6-7 პროცენტით იზრდება.


რეგიონის ერთ-ერთი კოზირი მზარდი ავტოინდუსტრიაა. რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული გერმანიის ეკონომიკასთან. გარკვეულწილად ეს ადასტურებს ლაიან კარონის კვლევის სიზუსტეს, რომლის მიხედვითაც რეგიონის ქვეყანა დამოკიდებული ხდება თავისივე ძლიერ მეზობელზე.


ევროკავშირში ახალი ავტომობილების რეგისტრაცია 3.4%-მდე დაეცა, მაშინ როცა 2015 წელს ეს მაჩვენებელი 9.2%-ს აღწევდა.


გასული 10 წლის განმავლობაში გერმანულმა კოცერნმა Volkswagen-მა 2-ჯერ 2008 და 2015 წლებში შემოწმებისას საკუთარი ავტომობილის გამონაბოლქვის დონე, კერძოდ აზოტის ოქსიდების ოდენობა ხელოვნურად შეამცირა.


კომპანიამ არაეთიკური საქციელისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა მაინც შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ გადაჭარბებული ოქსიდები ჯანმრთელობისთვის არცთუ ისე მავნეა, რეალობა კი საპირისპიროა, რასაც არაერთი კვლევა ადასტურებს.


იმ ფონზე, როდესაც წარმოების 40% აღმოსავლეთ ევროპაშია, სკანდალმა ამ ქვეყნებზეც იმოქმედა. გარდა იმისა, რომ ყოველი ახალი სკანდალის აგორების შემდეგ საჭირო ხდებოდა ათასობით ავტომობილის გაწვევა, 2017 წელს აშშ-ის სასამართლომ Volkswagen -ს $2.8-ს გადახდა დააკისრა.


Volkswagen 1937 წელს დაარსდა. დღეს კონცერნი, საკუთრივ Volkswagen-ის გარდა he Audi, Bentley, Bugatti, Lamborghini, Porsche, SEAT, Škoda უშვებს. მისი ამჟამინდელი კაპიტალიზაცია $99-ს აღწევს. კონცერნი 2020 წლისათვის მიზნად ისახავს 20 ელექტრომობილისა და სადენიანი (PLUG IN) მოდელის წარდგენას, ხოლო 2025 წლისთვის 30 სრულიად ელექტრო მოდელის გამოშვებას.


 


მსგავს თემაზე


ავტომობილი 132 წლისაა


"ფორდი" ელექტრომობილების წარმოებაში სოლიდურ დაბანდებას გეგმავს


2019 წელს LIGHTYEAR მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


TESLA რევოლუციას ამზადებს


სხვა სიახლეები