• Ƀ/$

ბლოკჩეინი - სიღარიბის დაძლევის რეცეპტი?

6 თებერვალი 16:32, 2018 წელი | ეკონომიკა

ბლოკჩეინი შესაძლოა, მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის მთავარ საშუალებად იქცეს.

სპეციალისტების შეფასებით, ბლოკჩეინი საშუალებას იძლევა, ერთიან კომპიუტერულ ბაზაში ნებისმიერი სახელმწიფოს თუ კერძო პირის ქონებრივი უფლებები დარეგისტრირდეს. 


ბლოკჩეინის მეშვეობით შესაძლებელია ქონებრივი კუთვნილების შესახებ მონაცემთა ბაზის განახლებაც. ამგვარად, კაცობრიობას ელევა შანსი, ქონებრივი უფლებები ერთხელ და სამუდამოდ დაიკანონოს.


შესაბამისად, სადაც გარანტირებულია ქონებრივი უფლებები, იქ გარანტირებულია განვითარება, მზარდი შემოსავლები და თავისუფლება, – აცხადებენ ექსპერტები.


ბლოკჩეინი – ეს არის მუდმივად მზარდი ჩანაწერების სია, რომელიც დაცულია კრიპტოგრაფიულად. ბლოკჩეინი გამოცხადდა კრიპტოვალუტა ბიტკოინის მთავარ შემადგენელ ნაწილად, რომელიც აღრიცხავს და ბლოკებად გარდაქმნის განხორციელებულ ტრანზაქციებს.


სხვა სიახლეები