• Ƀ/$

Falcon Heavy-ის სტარტი წარმატებული აღმოჩნდა

7 თებერვალი 01:23, 2018 წელი | კომპანიები

შეერთებულ შტატებში, ფლორიდის სანაპიროზე მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან, 7 თებერვალს, თბილისის დროით 00:45-ზე Falcon Heavy-მ წარმატებული სტარტი განახორციელა.

რაკეტა ყველაზე მძლავრია, რაც კი Space X-ის შეუქმნია. მას 63 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია, ამჯერად კი 2008 წელს გამოშვებული TESLA-ს პირველი ელექტრომობილი, წითელი ფერის TESLA ROADSTER მიაქვს. კოსმოსური ხომალდი მარსის ორბიტისკენ მიიწევს.


ეს ერთ-ერთი უმთავრესი მოსამზადებელი სამუშაოა მარსზე პილოტირებული მისიისთვის, რომელზედაც ილონ მასკი ოცნებობს. წითელ პლანეტასთან მიახლოებისას, წითელ ელექტრომობილში David Bowie-ის Space Oddity ჩაირთვება.


კოსმოსური ხომალდის სიმაღლე 70 მეტრია, მას 27 ძრავი აქვს და 1 მისიის ღირებულება 90 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც „შატლის“ მისიებთან შედარებით ბევრად იაფია.


რაკეტმზიდი დედამიწაზე ქირურგიული სიზუსტით დაეშვა. 


space x ერთადერთი კერძო კომპანია არაა, თუმცა უდავოდ ყველაზე ცნობილი და წარმატებულია. ჯეფ ბეზოსმა, რომელიც ასევე ფლობს კოსომოსურ კომპანია blue origin-ს, მასკს ტვიტერით წარმატება უსურვა.


დედამიწიდან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა ვენერაა, მას 0.27 ასტრონომილი ერთეულით (ასტრონომიული ერთეული, მანძილი დედამიწიდან მზემდე, 150 მილიონი კილომეტრი, გამოიყენება მზის სისტემაში მანძილების გასაზომად) უახლოვდება, მარსი კი მხოლოდ 0.38-ით. მოცულობით და ზედაპირის ფართობითაც ვენერა უფრო ახლოს დგას დედამიწასთან ვიდრე მარსი, მაგრამ, იმის გამო, რომ ვენერას ატმოსფერო დედამიწისაზე 90-ჯერ სქელია ტემპერატურა 470 გრადუსს აღწევს, რაც მის შემდგომ კოლონიზაციას უახლოეს პერიოდში გამორიცხავს. მარსზე გამგზავრების სურვილი კი აპოლოს მისიის წარმატებით შესრულებისთანავე გაჩნდა. დაფინანსების შემცირების გამო NASA-მ აღნიშნული მისია რამდენჯერმე გადადო. 2011 წელს შატლის უკანასნელმა მოდელმა Shuttle Discovery-მა, რომელმაც წარმატებით შეასრულა 39 მისია, დედამიწას 5830-ჯერ შემოუფრინა და ჯამში 239 მილიონი კილომეტრი დაფარა მუზეუმში დაიდო ბინა. შატლის პროგრამა დაიხურა, ახალი კი არ დაწყებულა. NASA და Space X ერთი შეხედვით კონკურენტებს ჰგვანან, თუმცა ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ. მარსზე, რომ ადამიანი ფეხს დაადგავს ეჭვი თითქმის აღარავის ეპარება, მთავარი კითხვებია როდის მოხდება ეს და ვინ განახორციელებს ამას. ამ დროისთვის ყველაზე მეტი შანსი Space X-ის აქვს.



 



მსგავს თემაზე:

ილონ მასკმა ყველა ცეცხლსატყორცნი გაყიდა


SPACE X მორიგი წარმატების მოლოდინში



სხვა სიახლეები