• Ƀ/$

"ნენსკრაჰესს" დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკმაც გამოუყო

7 თებერვალი 15:42, 2018 წელი | ეკონომიკა

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) “ნენსკრაჰესის” დაფინანსება დაამტკიცა. გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, იქნა მიღებული. საქართველოში დაგეგმილი პროექტისთვის 127 მილიონი ევროს სესხის გამოყოფა იგეგმება.

ცოტა ხნით ადრე, „ნენსკრაჰესს“ დაფინანსება214 მილიონი დოლარის ოდენობით  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც (EBRD) გამოუყო. 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას კი კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ კაპიტალში განახორციელებს.


დაფინანსების მოძიება კიდევ რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკიდან და კორეის განვითარების ბანკიდან იგეგმება.


280-მეგავატიანი ჰესის მშენებლობის მთლიანი ღირებულება მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. წლიური გამომუშავება 1.2 მილიარდი კვტ/სთ იქნება. ჰესი მცირე ოდენობის ელექტროენერგიას 2019 წელს გამოიმუშავებს სრულად კი ექსპლუატაციაში 2021 წელს შევა.


 


მსგავს თემაზე


"საპარტნიორო ფონდი" და "ნენსკრა ჰიდრო" ნენსკრა ჰესის მშენებლობის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ


ელექტროენერგიის მოხმარება 7.7%-ით გაიზარდა


ჰიდროელექტრო სექტორში 169.4 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება


სხვა სიახლეები