• Ƀ/$

ინფლაციის განაკვეთი და ეკონომიკური ზრდის ტემპი 2017 წელს მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა

7 თებერვალი 19:19, 2018 წელი | ანალიტიკა

ინფლაციის განაკვეთმა 2017 წელს დაგეგმილ 4%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა და 6.7%-ს მიაღწია.  2017 წელს ინფლაციაზე აქციზის გაზრდილმა განაკვეთმა და ნავთობის ფასების ზრდამ იმოქმედა, ნათქვამია სების ანგარიშში. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე ეტაპობრივად შემცირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ინფლაცია საშუალოდ 3.5-4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო წლის მეორე ნახევრიდან კვლავ გააგრძელებს შემცირებას და  3%-იანი მიზნობრივი ნიშნულის ფარგლებში დასტაბილურდება.



2017 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) ზრდა-ც მოსალოდნელზე მცირედით მაღალი აღმოჩნდა. წინასწარი მონაცემებით, რეალური მშპ-ის წლიური ზრდა 2017 წლის მეოთხე კვარტალში 4.7% იყო, ხოლო მთლიანად 2017-ის წლიურმა ზრდამ კი 4.8% შეადგინა. რისი მიზეზიც ძირითადად ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდით აიხსნება, თუმცა იმავე პერიოდში მოხმარების მაჩვენებელიც ზომიერად გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წელს 4.5%-იან ზრდას ვარაუდობს.



ინფლაციის დონის შესამცირებლად სებმა 2017 წელს რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად 6.5%-დან 7.25%-მდე გაზარდა. 2020 წლისთვის კი მის შემცირებას ელის.



 


სხვა სიახლეები