• Ƀ/$

რუსეთში ხელოვნური ინტელექტის სამინისტროს შექმნის იდეით გამოდიან

7 თებერვალი 18:48, 2018 წელი | ეკონომიკა

რუსული „სბერბანკის“ ხელმძღვანელი გერმან გრეფი ხელოვნური ინტელექტის სამინისტროს შექმნის ინიციატივით გამოვიდა ფორუმზე „რუსეთის ლიდერები“.

„ბიზნესში დღეს ყველა ამითაა დაკავებული (ხელოვნური ინტელექტით. – რედ.) და ეს სახელმწიფოს საქმეც უნდა გახდეს“, – განაცხადა გრეფმა.


მისი თქმით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ საქმიან საუზმეს საუდის არაბეთის ხელოვნური ინტელექტის 26 წლის მინისტრი უნდა დასწრებოდა, თუმცა ბოლო მომენტში მისი ვიზიტი გადაიდო. გრეფმა იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდა არაბ მინისტრს აუცილებლად შეხვდება.


გრეფმა საუდის არაბეთის მიერ ხელოვნური ინტელექტის სამინისტროს შექმნას „გაბედული ნაბიჯი“ უწოდა.


სხვა სიახლეები