• Ƀ/$

პერსონალური დამხმარე AMAZON ALEXA წარმატებულ პროექტად დასახელდა

8 თებერვალი 17:46, 2018 წელი | კომპანიები

ელექტრონულ კომერციაში, ლოჯისტიკაში, გადახდებში, მიღწეული წარმატების შემდეგ AMAZON-ისთვის პერსონალური დამხმარე ALEXA-ც მომგებიანი აღმოჩნდა.

შედეგებმა თავად AMAZON-ის მესვეურებიც გაკვირვებული დატოვა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ შედეგებით, რომელმაც სასიამოვნოდ გაგვაოცა განაცხადა ამაზონის ფინანსურმა დირექტორმა ბრაიან ოლსავსკიმ, 2017 წლის IV კვარტალის შეჯამებისას.


ALEXA-ს გაყიდვები მაღალ დონეზე ნარჩუნდება. მოწყობლობა როგორც მოსახლეობაში, ასევე კომპანიებში პოპულარობით სარგებლობს. ის სხვა მოწყობილობებს ბლუთუზის საშუალებით უკავშირდება. შესაძლებელია ზმით მართვაც.


თუ ადრე ყველა დავალებას პერსონალური კომპიუტერი ასრულებდა, მალე სმარტფონები გამოჩნდა, ახლა კი სახლის ვირტუალური დამხმარის დროც დადგა, აცხადებენ AMAZON-ში. ამაზონი სფეროში მარტო არაა, მას Google Home-ისა და Microsoft Cortana-ს სახით კონკურენტები ჰყავს, თუმცა 70%-იანი წილით დომინანტის პოზიციას ინარჩუნებს.


ALEXA-ს ფასი თავად AMAZON-ის საიტზე $40-დან იწყება და $180-მდე ადის. ფასი დამოკიდებულია მოდიფიკაციაზე და შესაძლებლობებზე.


 


მსგავს თემაზე


AMAZON-ის პირველი სუპერმარკეტი სალაროების გარეშე


AMAZON-მა ვირტუალური და დამატებითი რეალობის სარკეები დააპატენტა


უახლესი ტექნოლოგიების გავლენა ეკონომიკაზე


ბილ გეითსის 15 ახდენილი წინასწარმეტყველება


სხვა სიახლეები