• Ƀ/$

ავტომობილი Tesla თანამგზავრების ნუსხაში შეიყვანეს

9 თებერვალი 10:22, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების კოსმოსურმა სარდლობამ ავტომობილი Tesla Roadster, რომელიც რაკეტამ Falcon Heavy კოსმოსში გაიყვანა, თანამგზავრების კატალოგში შეიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაცია სამხედრო უწყებამ ტვიტერზე გამოაქვეყნა.


ჩამონათვალს ყურადღება ჰარვარდ–სმმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის მეცნიერმა ჯონათან მაკდაუელმა მიაქცია. მან ტვიტერზე სიის სქრინშოთი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ავტომობილს ბოლო ნომერი – 43 205 აქვს მინიჭებული.


„დიახ, ჩვენ Tesla თანამგზავრების კატალოგში დავამატეთ“, – დაადასტურეს კოსმოსურ სარდლობაში. უწყების თანამშრომლების თქმით, ვიდრე ავტომობილი დედამიწის ორბიტაზე იქნება, მისი თვალთვალი რადარებითა და ტელესკოპებით იქნება შესაძლებელი, ისევე, როგორც სხვა ობიექტების.


შეერთებულ შტატებში, ფლორიდის სანაპიროზე მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან, 6 თებერვალს Falcon Heavy-მ წარმატებული სტარტი განახორციელა.


რაკეტა ყველაზე მძლავრია, რაც კი Space X-ის შეუქმნია. მას 63 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია, ამჯერად კი 2008 წელს გამოშვებული TESLA-ს პირველი ელექტრომობილი, წითელი ფერის TESLA ROADSTER მიაქვს. კოსმოსური ხომალდი მარსის ორბიტისკენ მიიწევს.


სხვა სიახლეები