სოფლის მეურნეობა
ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები
ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712910417

1712222698

მწიფდება და გაძლევს შემოსავალს იმ სეზონზე, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს - ფერმერი

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, ადგილობრივ ფერმერს, ტარიელ გურგენიძეს 1 400 ჰექტარზე მოცხარი აქვს გაშენებული, რომლის რეალიზაციას ის როგორც ნაყოფის, ასევე ნერგების სახით ახდენს.„ფაქტობრივად, აღმოსავლეთ საქართველოს ჰავისთვის დამახასიათებელი კულტურები, ანუ ციტრუსის გარდა, ყველაფერი მომყავს. ესენია, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურები. კენკროვანებში შედის მოცხარი, როგორც წითელი, ასევე შავი, ხურტკმელი, იოშტა, შავი ველური მოცვი.ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლურჯი მოცვი, მაგრამ თავისი დადებითი თვისებებით და სარგებლით გაცილებით უკეთესია შავი მოცვი“, - აცხადებს ფერმერი. მისი თქმით, საკმაოდ დიდია მოთხოვნა მოცხარზე და ერთი ნერგიც კი არ რჩება გასაყიდი.„დღესდღეობით მოცხარი 1 400 კვადრატულ მეტრზე მაქვს გაშენებული. საკმაოდ რთულია მისი მოკრეფა და ეს ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია მის მოსაყვანად, თუმცა რეალიზაცია უმარტივესია, რადგან მოთხოვნა დიდია და არასოდეს გაუყიდველი არ რჩება. ამასთან, მას ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს - იგი მწიფდება და გაძლევს შემოსავალს მაშინ, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.როგორც ფერმერი ამბობს, მოცხარის ფასი სეზონის დასაწყისში დაახლოებით 4 ლარია კილოგრამზე, მაგრამ სეზონის მიწურულს, როდესაც ის კლებულობს, 7-8 ლარიც ხდება. წლიური მოსავალი კი დაახლოებით 3-4 ტონას შეადგენს.„რაც შეეხება ნერგებს, მოთხოვნა აქაც გაზრდილია. თუ აქამდე 200-300 ძირი მოცხარის ნერგი იყიდებოდა, ბოლო ორი წელია, ეს რიცხვი 1000-მდე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებმა დაიწყეს მისი მოყვანა, რაც ძალიან კარგ, - აცხადებს ფერმერი.ტარიელ გურგენიძემ ბიზნეს-იდეაც გაამხილა, რომელიც მისი თქმით, ბიზნესს დაინტერესებს: „კარგი იქნება თუ საქართველოში დაინერგება ამ ხილის ე.წ. შოკური გაყინვის მეთოდი, რაც ზამთარში მაღაზიებში გაყინული ხილის შეძენას გულისხმობს. ძალიან დიდი ფუფუნებაა, გაყინულ მდგომარეობაში ჩვენივე წარმოებული პროდუქტი ვიყიდოთ და არა იმპორტირებული“, - ამბობს ის.ფერმერმა ბოლო პერიოდში პოპულარულ კენკრაზე, გოჯი ბერიზე, ე.წ. მგლის კენკრის შესახებაც ისაუბრა:„გოჯი ბერის რამდენიმე ნერგი შემოვიტანე საცდელად. რადგან ახალი კულტურაა, შევხედავ, როგორ იხარებს და შემდეგ გავამრავლებ. ზამთარს გაუძლო, მაგრამ მსხმოიარობა ჯერ არ დაუწყია და ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. რადგან ზამთარს გაუძლო, მგონია, რომ გაამართლებს“, - განაცხადა ტარიელ გურგენიძემ.

1712138148

„ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა - როდის იყო, კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა?“

ქართული ბაზარი სავსეა იმპორტირებული პროდუქციით. ქვეყანა ყიდულობს თითქმის ყველაფერს: ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, ხორცს და ა.შ.მაგალითად, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის იმპორტი წლიურად 105%-ით, კიტრის - 21%-ით, ხოლო პომიდვრის 22%-ით გაიზარდა. იმპორტირებული მწვანილი თითქმის, 4-ჯერ, 248%-ით გაძვირდა. გაზრდილია მარწვის იმპორტიც. წელს თებერვალში იმპორტმა 336 080 დოლარი შეადგინა, აღნიშნულ პერიოდში ჯამში 230 ტონა მარწყვი ვიყიდეთ. თუმცა, ეს სტატისტიკის მცირე ჩამონათვალია, პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა ისაუბრა, საქართველოს 10-12 მილიონი ადამიანის ბიო-პოტენციალი აქვს და ტროპიკული კულტურის გარდა, აქ ყველაფრის წარმოებაა შესაძლებელი. „საქართველო უხვი წარმოების შესაძლებლობების ქვეყანაა. მართალია, მისი მასშტაბები შეიძლება ვერ გასწვდეს ექსპორტს, მაგრამ ქვეყნის შიგნით მას მოსახლეობის დაკმაყოფილების პრობლემა არ აქვს. მით უმეტეს, ბოსტნეულით, ხილით, კვერცხით, თევზით. ჩვენ შეგვიძლია 45 ათასი ტონა საქონლის ხორცი ვაწარმოოთ, შეგვიძლია 40 ათასი ტონა ქათმის ხორცი, 8 ათასი ცხვრის ხორცი ანუ ის რაოდენობა, რაც საქართველოს მოთხოვნილების მაქსიმალურ რიცხვამდე მიგვიყვანს. 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება შეგვიძლია, ასევე ქერი, შვრია, 360 ათასი ტონა ჭვავი, დაახლოებით 900 ათასი ტონა სიმინდი და ა.შ.ეს ძალიან მრავალდარგოვანი მხარეა სოფლის მეურნეობისთვის და ასეთ მხარეზე ოცნებობენ ქვეყნები. ის სავსეა წყლებით, ჯანსაღი ჰაერით, არაჩვეულებრივი ნიადაგით, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ ფასთა პარიტეტი არ არის დადგენილი ქვეყანაში.სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამომხმარებლო ღირებულება არ შეიცვლება იმით, რომ ვთქვათ, ბოლოკი მიწიდან ამოვიღოთ ყვითელი, ცისფერი, შავი და ა.შ. ბოლოკი ბოლოკია და მისი სამომხმარებლო ღირებულება ესაა. ამ მიმართებით არის საკითხის დარეგულირება საჭირო“, - განაცხადა აკადემიკოსმა.კოღუაშვილი სოფლის მეურნეობის ძირითად პრობლემებზე საუბრობს და მისი თქმით, ესენია:🔵 დიზელის ტიპის საწვავი;🔵 შუქი, გაზი სოფლის მეურნეობისთვის;🔵 ტექნიკის მომსახურება;🔵 ირიგაციული მომსახურება;🔵 მინერალური სასუქები.თითოეული ამ კომპონენტის პრობლემა, მისი თქმით, ზედმეტად მაღალი ფასებია.სოფლის მნიშვნელობა„სოფელი სტატუსის გარეშე სხვაგვარად ვერ განვითარდება. ის მოკვდება და გაქრება. დღეს ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა. ის, როგორც ტერიოტიული ერთეული, არ არსებობს, ამიტომ ეს უნდა აღვუდგინოთ სოფელს და ამ ტერიტორიულ ფარგლებში არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური ყველა საკუთრება უნდა გადაეცეს სოფელს მუდმივ მფლობელობაში და სარგებლობაში უსასყიდლოდ. შემდეგ თვითონ თემი გადაწყვეტს, რას უზამს არ რესურსს - მიწას, წყალს, ტყეს და ა.შ. ამ გზით ხალხი დამშვიდდება, გაფულიანდება, აღარ გაიქცევა.სოფლის განვითარება რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-კულტურული სტატუსი მიახლოებით გაუთანაბრდეს ქალაქის მოსახლის სტატუსს. ჩვენთან ეს ყველაფერი მიშვებულია. არადა, მათ შვილებსაც სჭირდებათ ინფორმაცია, გზა, ტრანსპორტი, გართობა, სკოლა, საბავშვო ბაღი, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, რაც პრაქტიკულად ქრება და ამავდროულად იცლება სოფელი“.პაატა კოღუაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში მთელს საქართველოში 240 ათასი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რთული ვერტიკალური-ზონალურობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის მოთხოვნილება შრომით რესუსრებზე 300 ათასი ადამიანია.„ამიტომაც არის, რომ ის, რაც 30 წლის წინ გვქონდა, დღეს აღარ გვაქვს. როდის იყო, რომ ჩვენ კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა? მთავრობამ უნდა გაითავსოს ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი და თუ სურს, რომ უახლოეს 5 წელიწადში ჰქონდეს გაწონასწორებული სავაჭრო ბალანსი, მთელი ვალუტა უნდა მიმართოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის“.რეალიზაციაპაატა კოღუაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემასაც შეეხო და ორი წლის წინანდელი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ხორბლისა და ქერის რეალიზაცია.„ამიტომ, საჭიროა თანამედროვე რეალობის ცეკავშირის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც პროდუქციას შეიძენს და მის რეალიზაციას მოახდენს.ყველაფერს შეელევა ადამიანი, მაგრამ ვერ შეელევა სურსათის ნაკლებობას, ამიტომ არის, რომ ეს სფერო მთელს მსოფლიოში რეგულირებადია. დოჰას რაუნდი, რომელიც 2000 წელს დაიწყო, დღემდე დაუმთავრებელია იმის გამო, რომ ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და მისი მხარდაჭერა.სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვართ დღეს ხელგაწვდილ მდგომარეობაში და არ გვაქვს ხორბალი და შესაბამისად პური, არ გვაქვს ბურღულეული, არ გვაქვს თხილი, კარაქი, ზეთი, რძე. თავისუფლად შეგვიძლია ვაწარმოოთ 1,1 მლნ ლიტრი რძე. არ ვიყენებთ უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია“.საძოვრებიაკადემიკოსი საძოვრების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გარდა პირუტყვის გამოკვებისა, მაღალმთიან ადგილებში ერთგვარად მესაზღვრეს ფუნქციასაც შეასრულებდა.„საქართველოს მთიანეთის პრობლემას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მთაში მცხოვრებ კაცს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, რომელიც 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაკარგა. დღეს ეს სიმდიდრეები მოშიშვლებულია და ამ სიმდიდრეებით ჩრდილო-კავკასიელები სარგებლობენ. მთაში მცხოვრებმა ადამიანმა ფუნქცია დაკარგა და გარდა მესაზღვრისა, ის მოგვიტანდა უამრავ სარგებელს - ჯანსაღ ხორცს, ტყავს და ა.შ.შიმშილს და სიღარიბეს ყოველთვის სურსათის ნაკლებობა არ იწვევს, მას იწვევს დემოკრატიის ნაკლებობა, განათლების ხელმიუწვდომლობა, სოციალური და საწარმო ინფრასტრუქტურის ხელმიუწვდომლობა. მთელი მსოფლიო სანთელივით უფრთხილდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. ჩვენთან პირიქით, გასხვისება ხდება. ახლა საძოვრების გადაყვანა უნდათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში და ეს არის კატასტროფა.როდესაც ამ დარგში პრობლემები მოგვარდება, ფერმერი აწარმოებს იმ პროდუქტებს, რაც ხალხს სჭირდება და ეს დარეგულირდება, მას გაეზრდება შემოსავალი, მისი შვილიშვილი მიიღებს განათლებას და ის არასოდეს გამოიქცევა სოფლიდან, სწორედ მაშინ გვეშველება“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

1711543300

რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხს ერთწლიანი კულტურებისა და თხილის მსხვილ მწარმოებლებს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს.ამის შესახებ შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებებია. ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლიანი კულტურების მოყვანით, მივცემთ საშუალებას აიღონ სესხი. ეს სესხი იქნება კულტურების მოსაყვანად, საბრუნავი სახსრების სახით და დავუფინანსებთ ერთი წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს, სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100 ათასი ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარში დავუდგეთ ფერმერებს ამ ნაწილში, ერთწლიანი კულტურების მოვლა - მოყვანაში საჭირო ხარჯების დაფინანსებაში. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა გაითვალისწინებს თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის მხარდაჭერასაც. იცით, რომ ვეხმარებით ფერმერებს სუბსიდიის სახით ერთ ჰექტარზე 500 ლარით, ვისაც აქვს, არაუმეტეს, 3 ჰექტრის ოდენობის თხილის ბაღი, ეს პროგრამა კი გაითვალისწინებს უფრო დიდი ფართობების მქონე ფერმერებისთვის მხარდაჭერას, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების სახით და აქ სესხის მაქსიმალური ლიმიტი იქნება 300 ათასი ლარი ერთ ბენეფიციარზე“, - განაცხადა შამუგიამ.

საზოგადოება

სხვა სიახლეები
მარნეულის საკრებულო
მარნეულის საკრებულოს ახალი, ₾2.1 მლნ-იანი შენობა ექნება

მარნეულის საკრებულოს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა 2024 წლის 01 ივლისიდან დაიწყება და 720 კალენდარული დღის განმავლობაში დამთავრდება - ამის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული.შესყიდვის ჯამური ღირებულება 2.156 მლნ ლარია. შენობა 4 სართულს და სარდაფს უნდა მოიცავდეს.ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლები კი, შემდეგია: მიწის ნაკვეთის ფართობი: 392 მ2; განაშენიანების ფართობი: 1735.5მ2;საერთო ფართობი: 1355.1 მ2; აქედან, საოფისე ფართობი, 882.2 მ2; საზაფხულო ფართობი 144.6 მ2; სარდაფის ფართობი 281.5 მ2; შენობის კონსტრუქციის სიმაღლე: 18.15მ. ტენდერში შპს მშენ-სერვისმა გაიმარჯვა, რომლის წილის 100%-ს ლევან შარაშენიძე ფლობს, დირექტორი კი, რამაზ შარაშენიძეა.აქამდე, კომპანიას საერთო ჯამში 7 მლნ ლარის 20 ტენდერი აქვს მოგებული. 

საზოგადოება 1713426780

ქიმიოთერაპია
ძალაში შევიდა ცვლილება, რომლითაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და გამოკვლევებიც დაიფარება.„მომსახურება (გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია) ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში;ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც 16 აპრილით თარიღდება.

საზოგადოება 1713425901

ჩირიფრუტი
„ჩირიფრუტი“ შემოდგომაზე საწარმოს გახსნის - ინვესტიცია 600 000 ლარია

„ვგეგმავთ, რომ შემოდგომაზე ჩვენი საწარმო გავხსნათ და შემდეგ დავიწყებთ ექსპორტის მიმართულებით მუშაობას“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ უთხრა. მისი თქმით „ჩირიფრუტის“ საწარმო თითქმის დასრულებულია, რემონტიც ჩატარდა და მცირე დეტალებია დარჩენილი.„წელს ჩვენი პროდუქცია „დუტი ფრიშიც“ შევიტანეთ, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში იყიდება ჩვენი პროდუქცია, თუმცა როდესაც ახალ საწარმოში გადავალთ, ექსპორტის მიმართულებით უფრო ინტენსიურ სამუშაოებს დავიწყებთ.საწარმო მდებარეობს ნატახტარში, თითქმის ყველაფერი დასრულებულია, რამდენიმე მცირე დეტალია დარჩენილი, შემოდგომაზე საიუბილეო თარიღი გვაქვს 10 წელი გვისრულდება და ძალიან გვინდა, რომ ამ თარიღს საწარმოს გახსნაც დავამთხვიოთ.“ - აღნიშნა სოფიო ჯიქიამ.ჯიქიას თქმით, საწარმოში არსებულ კადრებთან ერთად ადგილობრივი კადრებიც დასაქმდებიან. რაც შეეხება ინვესტიციას, მისი რაოდენობა 600 000 ლარია და სრულიად „ჩირიფრუტის“ რესურსით განხორციელდა.შეგახსენებთ, რომ შპს „ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოას, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. ჩირიფრუტი“ 80-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს.  კომპანიის წლიური წარმადობა 30 ტონაა.

ბიზნესი 1713425531

ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს
ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს

ბაზისბანკი, განათლების მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, მე-11 წელია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს სახელობით სტიპენდიას გადასცემს. სტიპენდიები ყოველ სემესტრში გაიცემა საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებზე.ბაზისბანკის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში.საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ბანკის მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, განსაკუთრებული შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებისა და აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ, ყოველწლიურ შედეგებშიც აისახება.„ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მე-11 წელია გრძელდება. აქტიურად ვართ ჩართული ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერის პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს წარჩინებულ სტუდენტებზე. ასევე, ვთანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ბაზისბანკის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, სტიპენდიები უკვე ასობით სტუდენტზე გვაქვს გაცემული“, - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

ბიზნესი 1713423474

საბერძნეთი
პირველი პრეცედენტი მსოფლიოში - საბერძნეთი შარშანდელი ხანძრის გამო წელს ტურისტებს უფასოდ დაასვენებს

საბერძნეთის მთავრობა უცხოელ ტურისტებს, რომლებიც გასულ ზაფხულს მასშტაბური ტყის ხანძრების გამო იძულებული გახდნენ, კუნძული დაეტოვებინათ, წელს უფასო დასვენებას სთავაზობს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.25,000-მდე დაზარალებული დამსვენებლისთვის, რომელთა შორის უმეტესობა ბრიტანელია, კომპენსაციები უკვე გაიცემა. ტურიზმის ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ეს მსოფლიოში პირველი პრეცედენტია.ცნობისთვის: 2023 წლის ზაფხულში, ტურისტული სეზონის პიკის დროს ტყის მასშტაბურმა ხანძრებმა საბერძნეთის კუნძული, როდოსი მოიცვა. ხელისუფლებამ კუნძულის ისტორიაში ყველაზე დიდი ევაკუაცია გამოაცხადა, რის გამოც ბევრი ტურისტი იძულებული გახდა, შვებულება შეეწყვიტა. პროგრამის ფარგლებში, როდოსის სასტუმროებში გაჩერებული ტურისტები, საიდანაც ხანძრის გამო მათი ევაკუაცია მოხდა, ერთკვირიანი საცხოვრებელი ხარჯის დასაფარად 500 ევრომდე ღირებულების ელექტროვაუჩერის გადაცვლას შეძლებენ. ინიციატივა ორ ეტაპად, კერძოდ, მიმდინარე თვიდან 31 მაისამდე და 1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება.როდოსის ტურიზმის ოფიციალური პირების ცნობით, ინიციატივამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და პროგრამაში უკვე 5,000-ზე მეტი დამსვენებელი დარეგისტრირდა.კუნძულის ოტელიერთა პროფკავშირის ხელმძღვანელი, იანის პაპავასილიუ აცხადებს, რომ კომპენსაცია ასახავს თანხას, რომელიც მომხმარებლებმა ტუროპერატორებს თავდაპირველად გადაუხადეს და ის 300-დან 500 ევრომდე ვარირებს. მისი თქმით, ეს მხოლოდ სასტუმროებს მოიცავს და Airbnb-ის ტიპის კერძო განსახლებებს არ ეხება.წელს საბერძნეთის ხელისუფლებამ ტურიზმთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, იანვარში ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ტურისტებისთვის ახალი გადასახადი შემოიღო. ტურისტებს საცხოვრებელ ადგილებზე დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ. თუმცა ახალ სისტემას მხოლოდ სეზონის პიკზე, მარტიდან ოქტომბრამდე იყენებენ, ხოლო გადასახადის ოდენობა განსახლების ოფიციალური რეიტინგის მიხედვით დღე-ღამეში 1-დან 4 ევრომდე ვარირებს.ამასთან, წელს საბერძნეთში პლაჟის წესები გამკაცრდა. კერძოდ, ერთ-ერთი ცვლილებით, საბერძნეთის პლაჟების 70% შეზლონგებისგან გათავისუფლდება, რომ პლაჟები არ გადაიტვირთოს და დასვენება უფრო კომფორტული გახდეს. ასევე, შეზლონგებსა და სანაპირო ზოლს შორის, მინიმუმ, ოთხმეტრიანი დისტანცია დაწესდა, რომ ადამიანებს წყალთან მისვლა გაუადვილდეთ.

საზოგადოება 1713423019

თბილისი
Travel-მა თბილისი და საქართველო მაისში მოსანახულებელი ქვეყნების საუკეთესო ექვსეულში შეიყვანა

ბრიტანულმა გამოცემა Which? Travel-მა თბილისი და საქართველო მაისში დასვენებისთვის წამყვან ექვს მიმართულებას შორის შეიყვანა.გამოცემამ სეირნობის, ტაძრების დათვალიერებისა და ღვინის დეგუსტაციის მხრივ მაისის საუკეთესო დასასვენებელი ადგილები დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ შეარჩია.Which? Travel ტურისტებს ურჩევს, საქართველოში მაისში იმოგზაურონ, როცა ტემეპერატურა, მაქსიმუმ, 23°C გრადუსია, რომ თავიდან აიცილონ ზაფხულის სიცხე, განსაკუთრებით, თუ ისინი დაბლობების მონახულებას აპირებენ. „დედაქალაქ თბილისის ხეობის დრამატული გარემო და ფერადი ძველი ქალაქი, თავისი ქვაფენილიანი ქუჩებითა და გუმბათის ფორმის აბანოებით, აუცილებლად გაგაოცებთ.... ევროპასა და აზიას შორის მოქცეული საქართველო მოგზაურთა სურვილების სიაში თანდათან იკვეთება და ეს შემთხვევითი არაა: იქ თქვენ დიდებულ მთები, ბორცვებზე აღმართული მონასტრები, მდიდარი კერძები და სასმელები გელით... კულინარიული მაჩვენებლებია ხაჭაპური (ოვალური ფორმის პიცა ზემოდან ყველითა და კვერცხით) და ხინკალი (ბულიონით სავსე დამპლინგი). ნებისმიერი მათგანი შეუხამეთ უგემრიელესი ჭიქა წითელ ღვინოს. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა, სადაც 500-ზე მეტი ადგილობრივი ვაზის ჯიშია,“ - წერს Which? Travel.მაისში მოსანახულებლად Which? Travel-ის საუკეთესო ექვსეულია:🔵 ტბის უბანი - დიდი ბრიტანეთი (13°C)🔵 შამპანი - საფრანგეთი (18°C)🔵 სიცილია - იტალია (21°C)🔵 მემფისი - აშშ (27°C)🔵 თბილისი - საქართველო (23°C)🔵 ბალი - ინდონეზია (30°C)გამოცემის ცნობით, საქართველოში დასვენების რეკომენდაციას პროვაიდერები, Trailfinders-ი და Exodus Adventure Travels-ი იძლევიან.

საზოგადოება 1713422397